დავითის საგალობელი.
143 იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა.+
მომისმინე, როცა შველას გთხოვ.
მიპასუხე, რადგან ერთგული და მართალი ხარ.
2 ნუ შეედავები შენს მსახურს სასამართლოში,
რადგან შენ წინაშე ვერავინ გამართლდება.+
3 მტერი მდევნის; ფეხქვეშ გათელა ჩემი სიცოცხლე.
დიდი ხნის წინ დაღუპულთა მსგავსად წყვდიადში დამიდო ბინა.
4 სულგამწარებული ვარ,+
გული მაქვს ჩამკვდარი.+
5 ვიხსენებ წარსულს;
ვფიქრობ ყველა შენს საქმეზე,+
ვუკვირდები შენს ნამოქმედარს.
6 შენკენ აღვაპყრობ ხელებს.
ისე მომწყურდი, როგორც გადახრუკულ მიწას — წყალი.+ (სელა)
7 სწრაფად მიპასუხე, იეჰოვა;+ ძალა გამომეცალა.+
პირს ნუ მომარიდებ,+
თორემ საფლავში ჩამავალს დავემსგავსები.+
8 მიჩვენე შენი ურყევი სიყვარული დილიდანვე,
რადგან შენზე ვარ მონდობილი.
მიჩვენე, რომელი გზით ვიარო,+
რადგან შენზე ვამყარებ იმედს.
9 მიხსენი მტრებისგან, იეჰოვა.
შენთან ვეძებ თავშესაფარს.+
10 მასწავლე შენი ნების შესრულება,+
რადგან ჩემი ღმერთი ხარ.
კარგია შენი სული,
წამიძღვეს ის სწორ გზაზე.
11 შენი სახელის გულისთვის მაცოცხლე, იეჰოვა.
მიხსენი გასაჭირიდან, რადგან მართალი ხარ.+
12 ბოლო მოუღე ჩემს მტრებს შენი ურყევი სიყვარულის გამო.+
მოსპე ყველა, ვინც მავიწროებს,+
რადგან შენი მსახური ვარ.+