22 ასე უმღერა+ დავითმა იეჰოვას მას შემდეგ, რაც იხსნა ის იეჰოვამ ყველა მისი მტრის,+ აგრეთვე საულის ხელიდან:+
2 „იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე+ და მხსნელი.+
3 ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა,+ თავს ვაფარებ მას,
ჩემს ფარსა+ და ძლევამოსილ მხსნელს, ჩემს თავშესაფარს,+
ჩემს მხსნელს,+ რომელთანაც უსაფრთხოდ ვიგულებ თავს;+ შენ მიცავ მოძალადეებისგან.
4 ვუხმობ იეჰოვას, დიდად საქებარს,
ის დამიხსნის მტრებისგან.
5 მომაწყდნენ სიკვდილის ზვირთები;+
უვარგისი ხალხის მოზღვავებამ თავზარი დამცა.+
6 სამარის საბელები შემომეხვია+
და სიკვდილმა დამიგო მახე.+
7 გასაჭირში მოვუხმე იეჰოვას,+
ვუხმობდი ჩემს ღმერთს;
თავისი ტაძრიდან მოისმინა ჩემი ხმა,
მომისმინა, როცა შველას შევთხოვდი.+
8 შეირყა და შეიძრა დედამიწა,+
შეტორტმანდა ცის საძირკვლები,+
შეირყა მისი რისხვისგან.+
9 კვამლი გამოვარდა მისი ნესტოებიდან
და შთამნთქმელი ცეცხლი — მისი პირიდან;+
გავარვარებული ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.
10 მოდრიკა ზეცა, როცა ჩამოდიოდა,+
წყვდიადი იყო მის ფეხქვეშ.+
11 ქერუბიმზე ამხედრებული+ მოფრინავდა;
სულის ფრთებზე გამოჩნდა.+
12 თავის კარვად აქცია სიბნელე,+
საავდრო სქელი ღრუბლები.
13 მის ბრწყინვალებაზე ნაკვერჩხლები გავარვარდნენ.
14 ციდან დაიქუხა იეჰოვამ,+
უზენაესის ხმა გაისმა.+
15 ისრები დაუშინა+ და დაფანტა მტრები,
ელვით აუბნია მათ თავგზა.+
16 იეჰოვა, შენმა რისხვამ,
შენი ნესტოებიდან მონაბერმა ქარმა+
გააშიშვლა ზღვის ფსკერი, გამოაჩინა მიწის საძირკვლები.+
17 ჩამომწვდა, ხელი ჩამჭიდა
და ღრმა წყლიდან ამომიყვანა.+
18 მიხსნა ძლიერი მტრისგან,+
ჩემს მოძულეთაგან, ჩემზე ძლიერთაგან.
19 გაჭირვებაში მყოფს დამიპირისპირდნენ,+
მაგრამ იეჰოვა იყო ჩემი ბურჯი.
20 უსაფრთხო ადგილას გამომიყვანა,+
მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.+
21 იეჰოვა მაჯილდოებს ჩემი სიმართლისამებრ,+
მომიზღავს ჩემი უდანაშაულობისამებრ.+
22 იეჰოვას გზით დავდიოდი,
ბოროტება არ ჩამიდენია, არ განვდგომივარ ჩემს ღმერთს.
23 არცერთი მისი მითითება+ არ დამვიწყებია;
არ გადავუხვევ მის წესებს.+
24 უბიწო+ დავრჩები მის წინაშე
და თავს ავარიდებ დანაშაულს.+
25 იეჰოვამ მომიზღას ჩემი სიმართლისამებრ,+
მან მომაგოს ჩემი უდანაშაულობისამებრ!+
26 ერთგულს ერთგულებით უპასუხებ,+
უბიწო კაცს უბიწოდ მოექცევი,+
27 წრფელთან წრფელი იქნები,+
მზაკვართან კი — გამჭრიახი.+
28 თავმდაბალთა მხსნელი ხარ,+
ამპარტავნებს კი არ სწყალობ და ამცირებ.+
29 იეჰოვა, შენ ხარ ჩემი ლამპარი;+
იეჰოვა მინათებს ბნელს.+
30 შენი შეწევნით მოთარეშეებს შევებრძოლები;
ჩემი ღვთის ძალით გალავანზეც გადავალ.+
31 სრულყოფილია ღვთის გზა,+
განწმენდილია იეჰოვას სიტყვა.+
ფარია იგი ყველასთვის, ვინც თავს აფარებს მას.+
32 ვინ არის ღმერთი, თუ არა იეჰოვა?!+
ვინ არის კლდე, თუ არა ჩვენი ღმერთი?!+
33 ჩემი ციხესიმაგრეა ღმერთი,+
ის მომისწორებს გზას.+
34 ირემივით ფეხმარდს გამხდის,
მაღლობებზე დამაყენებს.+
35 ჩემს ხელს ბრძოლას ასწავლის,
სპილენძის მშვილდს მოვზიდავ მკლავით.
36 შენს ფარს მაძლევ, რომ მიხსნა,
შენი თავმდაბლობით განვდიდდები.+
37 სავალ ბილიკს გამიფართოებ
და ფეხი არ მომიცურდება.+
38 დავედევნები ჩემს მტრებს და გავანადგურებ;
არ დავბრუნდები, სანამ არ შეიმუსრებიან.
39 შევმუსრავ და გავაცამტვერებ მათ, რომ ვეღარ წამოდგნენ;+
ჩემს ფერხთით დაეცემიან.
40 შენ მომცემ ძალას საბრძოლველად;+
შენ დაამხობ ჩემს მტრებს ჩემ წინაშე.+
41 შენ უკუაქცევ ჩემს მტრებს+
და მე მოვსპობ ჩემს მოძულეებს.+
42 შველას ითხოვენ, მაგრამ არ არის მხსნელი,
შეღაღადებენ იეჰოვას, მაგრამ არ პასუხობს მათ.+
43 მიწის მტვრად ვაქცევ მათ,
გავაცამტვერებ და ქუჩის ტალახივით გავთელავ.
44 შენ მიხსნი ჩემი ხალხისგან, შარს რომ მდებენ,+
შენ დამიფარავ, ერების მთავარი რომ გავხდე.+
ჩემთვის უცხო ხალხი მომემსახურება.+
45 შიშით აცახცახდებიან ჩემ წინაშე უცხოტომელები,+
დამემორჩილებიან ჩემზე გაგონილის გამო.
46 მხნეობა დაეკარგებათ უცხოტომელებს,
აცახცახებულები გამოვლენ თავიანთი ციხესიმაგრეებიდან.
47 ცოცხალი ღმერთია იეჰოვა! კურთხეული იყოს ჩემი კლდე!+
დიდება ღმერთს, ჩემს მხსნელსა და კლდეს!+
48 ღმერთი შურს იძიებს ჩემ გამო,+
ის მიმორჩილებს ხალხებს,+
49 ის მიხსნის მტრებისგან.
მაღლა მაყენებ+ და ვეღარ მწვდებიან თავდამსხმელნი;
შენ მიხსნი მოძალადისგან.+
50 ამიტომაც მადლობას მოგიძღვნი ერებში, იეჰოვა,+
ვუგალობებ შენს სახელს:+
51 დიდებულ საქმეებს იქმს თავისი მეფის სახსნელად,+
ურყევია მისი სიყვარული თავისი ცხებულის მიმართ,
დავითისა და მისი შთამომავლობის მიმართ მარადიულად!“+