მარკოზის სახარება
9 იესომ განაგრძო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ მოკვდებიან, სანამ არ იხილავენ ღვთის სამეფოს, ძალაუფლებით მოსულს“.+ 2 ექვსი დღის შემდეგ იესომ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე და მათ წინაშე ფერი იცვალა.+ 3 სამოსი აუელვარდა და ისე გაუთეთრდა, რომ დედამიწაზე ვერცერთი მრეცხავი ასე ვერ გაათეთრებდა. 4 მათ იხილეს მოსე და ელია, რომლებიც იესოს ესაუბრებოდნენ. 5 პეტრემ იესოს უთხრა: „რაბი, რა კარგია, აქ რომ ვართ! სამ კარავს დავდგამთ: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“; 6 აღარ იცოდა, რა ეთქვა, რადგან ძალიან შეეშინდათ. 7 გამოჩნდა ღრუბელი და დაჩრდილა ისინი; ღრუბლიდან ხმა გაისმა:+ „ეს არის ჩემი საყვარელი ძე,+ მას უსმინეთ!“+ 8 უეცრად მიმოიხედეს და იესოს გარდა ვეღარავინ დაინახეს.
9 მთიდან რომ ჩამოდიოდნენ, იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე+ არავისთვის მოეყოლათ ნანახი.+ 10 მათ გულში ჩაიმარხეს ეს სიტყვები, მაგრამ ერთმანეთში მსჯელობდნენ, რა მკვდრეთით აღდგომაზე გველაპარაკებაო. 11 შემდეგ ჰკითხეს მას: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, ჯერ ელია+ უნდა მოვიდესო?“+ 12 მან მიუგო: „ეგ მართალია. ჯერ ელია უნდა მოვიდეს და ყველაფერი აღადგინოს,+ მაგრამ კაცის ძეზე რატომღა წერია, არაერთი სატანჯველის ატანა მოუწევს+ და უარყოფენო?+ 13 გეუბნებით: ელია+ უკვე მოვიდა და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, სწორედ ისე, როგორც დაწერილია მასზე“.+
14 სხვა მოწაფეებთან რომ მივიდნენ, დაინახეს, რომ მათ ირგვლივ უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მოწაფეებს მწიგნობრები ეკამათებოდნენ.+ 15 ხალხმა თვალი რომ მოჰკრა იესოს, ძალიან გაუკვირდათ. გაიქცნენ მასთან და მიესალმნენ. 16 იესომ ჰკითხა მათ: „რაზე ეკამათებით?“ 17 ხალხიდან ვიღაცამ მიუგო: „მოძღვარო, ჩემი ბიჭი მოგიყვანე, სიმუნჯის სული ჰყავს.+ 18 სადაც კი შეიპყრობს, მიწაზე ანარცხებს, დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და ძალა ეცლება. შენს მოწაფეებს ვთხოვე, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შეძლეს“. 19 მაშინ იესომ უთხრა მათ: „ოჰ, ურწმუნო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ ბიჭი!“+ 20 მათაც მიუყვანეს. სულმა იესოს დანახვისთანავე კრუნჩხვებში ჩააგდო ბიჭი; იგი მიწაზე დაეცა, გორაობდა და დუჟი გადმოსდიოდა. 21 იესომ ბიჭის მამას ჰკითხა: „რამდენი ხანია, რაც ასე ემართება?“ „ბავშვობიდან“, — მიუგო მან. 22 „ხან ცეცხლში აგდებს, ხან — წყალში; მისი მოკვლა უნდა. თუ მისი განკურნება შეგიძლია, შეგვიბრალე და დაგვეხმარე“. 23 იესომ უთხრა: „რა თქვი, თუ შეგიძლიაო?! ვისაც სწამს, მისთვის შეუძლებელი არაფერია“.+ 24 ბავშვის მამამ მაშინვე წამოიძახა: „მწამს! ოღონდ დამეხმარე, რომ რწმენა გავიძლიერო!“+
25 როცა იესომ შენიშნა, რომ ხალხი მათკენ გამორბოდა, უწმინდური სული შერისხა და უთხრა: „სიმუნჯისა და სიყრუის სულო, გიბრძანებ, გამოხვიდე მისგან და აღარასოდეს შეხვიდე!“+ 26 სულმა დაიყვირა, ბიჭი კრუნჩხვებში ჩააგდო და გამოვიდა მისგან. ბიჭი მკვდარს დაემსგავსა. ბევრი ამბობდა კიდეც, მოკვდაო, 27 მაგრამ იესომ მას ხელი მოჰკიდა და წამოაყენა. 28 სახლში რომ შევიდა, მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“+ 29 „ამათ მხოლოდ ლოცვით თუ განდევნი“, — უპასუხა იესომ.
30 წამოვიდნენ იქიდან და ჩავიდნენ გალილეაში, მაგრამ იესოს არ უნდოდა, რომ ამის შესახებ ვინმეს გაეგო. 31 თავის მოწაფეებს ეუბნებოდა: „კაცის ძეს გასცემენ და კაცთა ხელში ჩააგდებენ, მოკლავენ მას,+ მაგრამ მესამე დღეს აღდგება“.+ 32 მისი ნათქვამის მნიშვნელობა ვერ გაიგეს, თუმცა კითხვის დასმისა ეშინოდათ.
33 ისინი კაპერნაუმში ჩავიდნენ. სახლში იესომ ჰკითხა მათ: „რაზე კამათობდით გზაში?“+ 34 ხმას არ იღებდნენ, რადგან გზაში იმაზე კამათობდნენ, ვინ უფრო დიდი იყო. 35 დაჯდა იგი, თორმეტივე მოციქულს მოუხმო და უთხრა: „ვისაც უნდა, რომ პირველი იყოს, ის ყველაზე ბოლო უნდა იყოს და ყველას ემსახუროს“.+ 36 შემდეგ ერთი ბავშვი მოიყვანა, შუაში ჩააყენა, მოეხვია და უთხრა მათ: 37 „ვინც მიიღებს ასეთ ბავშვს+ ჩემი სახელით, მეც მიმიღებს, და ვინც მე მიმიღებს, მარტო მე კი არ მიმიღებს, არამედ ჩემს გამომგზავნელსაც“.+
38 იოანემ მას უთხრა: „მოძღვარო, ჩვენ ერთი კაცი ვნახეთ, რომელიც დემონებს შენი სახელით დევნიდა, და დავუშალეთ, რადგან ჩვენ არ დაგვყვება“.+ 39 იესომ მიუგო: „ნუ დაუშლით, რადგან ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულებს, იოლად ვერ დაიწყებს ჩემს ლანძღვას. 40 ვინც ჩვენ წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენ მხარეზეა.+ 41 ვინც იმის გამო დაგალევინებთ წყალს, რომ ქრისტეს მოწაფეები ხართ,+ ჭეშმარიტებას გეუბნებით, დაჯილდოვდება,+ 42 ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, იმისთვის უმჯობესია, კისერზე დოლაბი* დაჰკიდონ და შუა ზღვაში ჩააგდონ.+
43 თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს, ხეიბარმა მიიღო სიცოცხლე, ვიდრე საღ-სალამათი ჩავარდე გეენაში*, მარადიულ ცეცხლში.+ 44 * —— 45 თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს, კოჭლმა მიიღო სიცოცხლე, ვიდრე საღ-სალამათი ჩავარდე გეენაში.+ 46 * —— 47 თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე.+ გიჯობს, ცალი თვალი არ გქონდეს და ისე დაიმკვიდრო ღვთის სამეფო, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში,+ 48 სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება.+
49 ყველა ცეცხლით უნდა დამარილდეს.+ 50 მარილი კარგია, მაგრამ, თუ ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე?!+ გქონდეთ თქვენში მარილი+ და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთთან“.+