19 ჯობია, ღარიბი და პატიოსანი იყო,+
ვიდრე სულელი და მატყუარა.+
2 არ ვარგა, როცა კაცს ცოდნა არა აქვს;+
ვინც ნაჩქარევად მოქმედებს, შესცოდავს.
3 კაცს თავისივე უგუნურებით ერევა გზა-კვალი,
მისი გული კი იეჰოვას ურისხდება.
4 მდიდარს ბევრი უმეგობრდება,
ღარიბს კი თავისი მეგობარიც შორდება.+
5 ცრუმოწმეს სასჯელი არ ასცდება;+
ვინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება, ვერ გადარჩება.+
6 ბევრი ცდილობს დიდებულის გულის მოგებას;
ყველა უმეგობრდება მას, ვინც საჩუქრებს არიგებს.
7 ღარიბი ყველა ძმას სძულს;+
მეგობრებიც კი გაურბიან!+
ემუდარება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.
8 ვინც გონიერებას იძენს, მას საკუთარი თავი უყვარს;+
ვინც გამჭრიახობას ინარჩუნებს, ხელი მოემართება.+
9 ცრუმოწმეს სასჯელი არ ასცდება;
ვინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება, დაიღუპება.+
10 როგორც სულელს არ შეჰფერის ფუფუნებაში ცხოვრება,
ისე მსახურს — მთავრებზე ბატონობა!+
11 გამჭრიახობა რისხვას აცხრობს;+
დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის.+
12 მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასავითაა,+
მისი კეთილგანწყობა კი — ბალახზე მოფენილი ნამივით.
13 სულელი ვაჟი მამას აუბედურებს;+
ანჩხლი ცოლი მჟონავი სახურავივითაა.+
14 სახლი და სიმდიდრე მამის დანატოვარია,
გონიერი ცოლი კი იეჰოვას საჩუქარია.+
15 სიზარმაცემ ღრმა ძილი იცის;
ზოზინა კაცი მშიერი იქნება.+
16 ვინც მცნებებს იცავს, თავის სიცოცხლეს იცავს,+
ხოლო ვისთვისაც სულერთია, რა გზით დადის, დაიღუპება.+
17 ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას;+
ის გადაუხდის მას მისი საქმისამებრ.+
18 დასაჯე შენი შვილი, სანამ ხელიდან წასულა,+
რათა მისი სიკვდილი შენი ბრალი არ იყოს.+
19 ფიცხი კაცი სასჯელს ვერ გაექცევა.
თუ ერთხელ დაიხსნი, მერე მრავალგზის მოგიწევს მისი დახსნა.+
20 ისმინე რჩევა და ყურად იღე დარიგება,+
რათა დაბრძენდე.+
21 კაცი გულში ბევრ რამეს იზრახავს,
მაგრამ რასაც იეჰოვა განიზრახავს, ის შესრულდება.+
22 კაცი სიკეთით ფასობს;+
ჯობია, ღარიბი იყო, ვიდრე მატყუარა.
23 იეჰოვას შიში კაცს სიცოცხლისკენ მიუძღვის;+
მშვიდად დაიძინებს და ცუდი არაფერი შეემთხვევა.+
24 ზარმაცი ხელს ყოფს ჯამში,
მაგრამ პირთან მიტანა ეზარება.+
25 დამცინავს დაარტყი,+ რათა გამოუცდელმა წინდახედულობა შეიძინოს.+
გონიერი შეაგონე, რომ ცოდნა გაიღრმაოს.+
26 ვინც მამას ცუდად ეპყრობა და დედას თავიდან იშორებს,
სამარცხვინოდ და საძრახისად იქცევა.+
27 შვილო, თუ რჩევა-დარიგებას აღარ მიიღებ,
ცოდნის გზიდან გადაუხვევ.
28 უვარგისი მოწმე სამართალს არად აგდებს;+
ბოროტს სიავის ჩადენა სიამოვნებს.+
29 დამცინავს სასჯელი არ ასცდება,+
სულელთა ზურგს კი — დარტყმა.+