დავითის ლოცვა.
17 იეჰოვა, შეისმინე ჩემი ვედრება და გამიჩინე სამართალი,
ყურად იღე ჩემი მუდარა!
ისმინე ჩემი ლოცვა, სიწრფელით წარმოთქმული.+
2 გამიჩინე სამართალი,+
დაე შენმა თვალებმა იხილოს სიმართლე!
3 შენ იკვლევ ჩემს გულს და მამოწმებ ღამით,+
შენ ხარ ჩემი განმწმენდელი.+
გამომიკვლევ და ნახავ, რომ ცუდი არაფერი განმიზრახავს
და არ შემიცოდავს ბაგეებით.
4 სხვამ ის აკეთოს, რაც უნდა,
მე კი შენი სიტყვისამებრ ვივლი და ყაჩაღთა გზებს არ გავეკარები.+
5 შენს გზაზე მატარე,
რათა არ წავბორძიკდე.+
6 ღმერთო, შენ მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.+
ყური მომაპყარი, შეისმინე ჩემი სიტყვები.+
7 საოცარი საქმეებით წარმოაჩინე შენი ურყევი სიყვარული,+
იმ ხალხის მხსნელო, შენს მარჯვენასთან რომ ეძებს თავშესაფარს
მათგან თავდასაცავად, ვინც გეურჩება.
8 თვალის გუგასავით გამიფრთხილდი+
და შენი ფრთების ჩრდილს შემაფარე.+
9 დამიფარე ბოროტთაგან, თავს რომ მესხმიან,
მოძულეთაგან, გარს რომ მერტყმიან.+
10 უგრძნობნი გახდნენ;
ამპარტავნულად ლაპარაკობენ.
11 ახლა გარს გვერტყმიან;+
შემთხვევას უცდიან, რომ ძირს დაგვცენ.
12 თითოეული მათგანი მსხვერპლის დასაფლეთად გამზადებულ ლომს ჰგავს,
სამალავში ჩასაფრებულ ლომს.
13 წამოიმართე, იეჰოვა, რომ წინ აღუდგე ბოროტს+ და სძლიო.
შენი მახვილით დამიხსენი მისგან.
14 იეჰოვა, შენი ხელით მიხსენი
ამქვეყნიური ხალხისგან, დღევანდელი დღით რომ ცხოვრობენ,+
შენგან რომ აქვთ უხვი საბოძვარი+
და ქონებას უტოვებენ მრავალრიცხოვან მემკვიდრეებს.
15 ჩემი სიმართლით ვიხილავ შენს სახეს;
კმაყოფილებას მგვრის შენ წინაშე გამოღვიძება.+