ნაუმი
1 ნინევესთვის+ გამოტანილი განაჩენი. ელკოშელი ნაუმის* ხილვის წიგნი.
იეჰოვა შურს იძიებს თავის მოწინააღმდეგეებზე;
ის განრისხებულია თავის მტრებზე.
მისი სავალი დამანგრეველ გრიგალსა და ქარიშხალშია,
ღრუბლები მის ფეხთა მტვერია.+
გახმა ბაშანი და ქარმელი,+
დაჭკნა აყვავებული ლიბანი.
შეიძვრება დედამიწა მის წინაშე,
მიწა თავისი მკვიდრებითურთ.+
წინ ვინ აღუდგება მის მრისხანებას?!+
მისი რისხვა ცეცხლივით გადმოიღვრება
და მის გამო კლდეები ჩამოიქცევა.
7 კარგია იეჰოვა,+ ციხესიმაგრეა გაჭირვების დღეს;+
არ ივიწყებს მათ, ვინც მას აფარებს თავს.+
9 რას იზრახავთ იეჰოვას წინააღმდეგ?!
ის ყოველივეს აცამტვერებს!
გასაჭირი აღარ განმეორდება.+
11 შენგან გამოვა ის, ვინც იეჰოვას წინააღმდეგ ბოროტებას იზრახავს,
ის, ვინც ფუჭ რჩევას იძლევა.
12 აი, რას ამბობს იეჰოვა:
«ჯან-ღონით სავსენი და მრავალრიცხოვანნი არიან,
თუმცა მაინც გაწყდებიან, დაიხოცებიან.
დაგჩაგრე*, მაგრამ მეტად აღარ დაგჩაგრავ.
მოვსპობ კერპებსა და ქანდაკებებს შენი ღმერთების ტაძარში.
საფლავს გაგითხრი, რადგან საძულველი ხარ“.
იზეიმე შენი დღესასწაულები,+ იუდავ! შეასრულე შენი აღთქმები,
რადგან მეტად აღარ შემოგესევიან ბოროტები;
მიწასთან გასწორდებიან ისინი».