ბიბლია 2 მეფეების მოკლე შინაარსი 2 ᲛᲔᲤᲔᲔᲑᲘ ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ 1 ელია ახაზიას სიკვდილს წინასწარმეტყველებს (1—18). 2 ელია ქარიშხალს აჰყავს ზეცაში (1—18). ელიას მოსასხამი ელისეს რჩება (13, 14). ელისე განწმენდს იერიხონის წყალს (19—22). ბეთელელ ბავშვებს დათვები გლეჯენ (23—25). 3 ისრაელის მეფე იეჰორამი (1—3). მოაბი უჯანყდება ისრაელს (4—25). მოაბი მარცხდება (26, 27). 4 ელისე სასწაულებრივად აძლევს ქვრივს ზეთს (1—7). სტუმართმოყვარე შუნამელი ქალი (8—16). შუნამელ ქალს ღვთის კურთხევით შვილი უჩნდება, თუმცა ბავშვი კვდება (17—31). ელისე ქალს შვილს უცოცხლებს (32—37). ელისე კერძს უვნებელყოფს (38—41). ელისე სასწაულებრივად ამრავლებს პურს (42—44). 5 ელისე ნაამანს კეთრისგან კურნავს (1—19). გეხაზის სიხარბის გამო კეთრი ეყრება (20—27). 6 ელისე წყალში ჩავარდნილ ცულს ამოატივტივებს (1—7). ელისე სირიელებს უპირისპირდება (8—23). ელისეს მსახურს თვალი ეხილება (16, 17). სირიელების დაბრმავება (18, 19). შიმშილობა ალყაშემორტყმულ სამარიაში (24—33). 7 ელისე შიმშილობის დასასრულს წინასწარმეტყველებს (1, 2). სირიელების მიტოვებულ ბანაკში აღმოჩენილი საკვები (3—15). ელისეს წინასწარმეტყველება სრულდება (16—20). 8 შუნამელი ქალი იბრუნებს თავის მიწას (1—6). ელისე, ბენ-ჰადადი და ხაზაელი (7—15). იუდას მეფე იეჰორამი (16—24). იუდას მეფე ახაზია (25—29). 9 იეჰუს ისრაელის მეფედ სცხებენ (1—13). იეჰუ კლავს იეჰორამსა და ახაზიას (14—29). იზებელს კლავენ; ძაღლები ჭამენ იზებელის ხორცს (30—37). 10 იეჰუ მუსრს ავლებს ახაბის სახლეულობას (1—17). იეჰონადაბი იეჰუს მიჰყვება (15—17). იეჰუ ხოცავს ბაალის თაყვანისმცემლებს (18—27). იეჰუს მმართველობა (28—36). 11 ათალია ხელთ იგდებს ტახტს (1—3). იეჰოაშს ჩუმად ამეფებენ (4—12). ათალიას კლავენ (13—16). იეჰოიადა ცვლილებებს ახდენს (17—21). 12 იუდას მეფე იეჰოაში (1—3). იეჰოაში ტაძრის შეკეთებას იწყებს (4—16). სირიელების თავდასხმა (17, 18). იეჰოაშს კლავენ (19—21). 13 ისრაელის მეფე იეჰოახაზი (1—9). ისრაელის მეფე იეჰოაში (10—13). ელისე სცდის იეჰოაშის გულმოდგინებას (14—19). ელისე კვდება; მის ძვლებთან შეხებით მიცვალებული ცოცხლდება (20, 21). ელისეს ბოლო წინასწარმეტყველება სრულდება (22—25). 14 იუდას მეფე ამაცია (1—6). ბრძოლა ედომთან და ისრაელთან (7—14). ისრაელის მეფე იეჰოაშის სიკვდილი (15, 16). ამაციას სიკვდილი (17—22). ისრაელის მეფე იერობოამ II (23—29). 15 იუდას მეფე აზარია (1—7). ისრაელის ბოლო მეფეები: ზაქარია (8—12), შალუმი (13—16), მენახემი (17—22), ფეკახია (23—26), ფეკახი (27—31). იუდას მეფე იოთამი (32—38). 16 იუდას მეფე ახაზი (1—6). ახაზის მიერ ასურელების მოსყიდვა (7—9). ახაზის მიერ წარმართული სამსხვერპლოს ასლის დამზადება (10—18). ახაზის სიკვდილი (19, 20). 17 ისრაელის მეფე ჰოშეა (1—4). ისრაელის დამარცხება (5, 6). განდგომილი ისრაელის გადასახლება (7—23). სამარიის ქალაქებში უცხოტომელების ჩასახლება (24—26). სამარიელების აღრეული თაყვანისმცემლობა (27—41). 18 იუდას მეფე ხიზკია (1—8). ისრაელის დაცემის მიზეზი (9—12). სინახერიბი იუდაზე ილაშქრებს (13—18). რაბშაკე დასცინის იეჰოვას (19—37). 19 ხიზკია ღვთისთვის დახმარების სათხოვნელად ესაიას მიმართავს (1—7). სინახერიბი იერუსალიმს აღებით ემუქრება (8—13). ხიზკიას ლოცვა (14—19). ესაია ხიზკიას ღვთის პასუხს გადასცემს (20—34). ანგელოზი 185 000 ასურელს ანადგურებს (35—37). 20 ხიზკიას ავადმყოფობა და გამოჯანმრთელება (1—11). ბაბილონელი მაცნეები (12—19). ხიზკიას სიკვდილი (20, 21). 21 იუდას პირსისხლიანი მეფე მენაშე (1—18). წინასწარმეტყველება იერუსალიმის განადგურებაზე (12—15). იუდას მეფე ამონი (19—26). 22 იუდას მეფე იოშია (1, 2). მითითებები ტაძრის შესაკეთებლად (3—7). ტაძარში ნაპოვნი კანონის წიგნი (8—13). ხულდა უბედურებას წინასწარმეტყველებს (14—20). 23 იოშია ძირეულ ცვლილებებს ახდენს (1—20). ხალხი პასექს აღნიშნავს (21—23). იოშია კვლავ ახდენს ცვლილებებს (24—27). იოშიას სიკვდილი (28—30). იუდას მეფე იეჰოახაზი (31—33). იუდას მეფე იეჰოიაკიმი (34—37). 24 იეჰოიაკიმის ამბოხება და სიკვდილი (1—7). იუდას მეფე იეჰოიაქინი (8, 9). პირველი გადასახლება ბაბილონში (10—17). იუდას მეფე ციდკია და მისი აჯანყება (18—20). 25 ნაბუქოდონოსორი იერუსალიმს ალყაში აქცევს (1—7). იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურება; მეორე გადასახლება (8—21). გედალიას ზედამხედველად დანიშვნა (22—24). გედალიას მკვლელობა; ხალხის ეგვიპტეში გაქცევა (25, 26). ბაბილონში დატუსაღებული იეჰოიაქინის გათავისუფლება (27—30).