ნაწილი პირველი
ღმერთი გამზადებთ თავისი დიდი დღისთვის
„ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“, — თქვა ღვთის წინასწარმეტყველმა (სოფონია 1:14). ამიტომ გვმართებს, ამ დღის მოლოდინით ვიცხოვროთ. ეგრეთ წოდებული მცირე წინასწარმეტყველები მნიშვნელოვან ცნობას გაუწყებთ ამ დიდი დღის შესახებ. წიგნის პირველი სამი თავი გაგაცნობთ ამ თორმეტ წინასწარმეტყველს და მათ ცნობას. ამგვარად, შეიძლება სასარგებლო და პრაქტიკული აღმოჩნდეს თქვენთვის მათი სიტყვა.