სიმღერა 43
იფხიზლეთ, განმტკიცდით, გაძლიერდით!
1. იფხიზლეთ და გაძლიერდით, იბრძოლეთ შემართებით,
იყავით გაბედულები, იარეთ გამარჯვებით.
ქრისტეს ნათელ ბრძანებას ვისმენთ,
მის ხელქვეშ ყველანი ვართ მტკიცედ.
(მისამღერი)
იფხიზლეთ, მუდამ გაძლიერდით,
ბოლომდე მოითმინეთ.
2. იფხიზლეთ და არ მოდუნდეთ, ქრისტეს რჩევებს მიჰყევით,
რასაც გაწვდით მონის მიერ. იყავით მორჩილები.
კრების უხუცესებს უსმინეთ,
რადგან მუდამ იცავენ მის „ცხვრებს“.
(მისამღერი)
იფხიზლეთ, მუდამ გაძლიერდით,
ბოლომდე მოითმინეთ.
3. დაე კვლავაც ვიქადაგოთ, თუმცა გვებრძვიან მტრები,
სასიხარულო ცნობისთვის ვიყოთ ერთიანები.
მოახლოვდა იეჰოვას დღე!
ღმერთი ყველამ ერთხმად ადიდეთ!
(მისამღერი)
იფხიზლეთ, მუდამ გაძლიერდით,
ბოლომდე მოითმინეთ.
(იხილეთ აგრეთვე მათ. 24:13; ებრ. 13:7, 17; 1 პეტ. 5:8)