ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 19
უფლის საღამო
1. წმინდა საღამოს, იეჰოვა,
ჩვენო მამავ, აღვნიშნავთ დღეს.
სამართლიანობა, შენი სიბრძნე, ძალა
და სიყვარული გვიჩვენე.
საპასექო კრავის შეწირვით
დაიხსენი შენი ხალხი.
საუკუნეთა წინ ნათქვამი სიტყვები
აღსრულდა უფლის სისხლის დაღვრით.
2. დღეს პური და ღვინო გვახსენებს,
რის ფასად დაგვიხსენი შენ.
ჩვენი გულისთვის ძე
მსხვერპლად შენ გაიღე,
ძის სისხლით გამოგვისყიდე.
მადლიერი გულით ჩვენ ახლა
უფლის საღამოს აღვნიშნავთ;
ვიხსენებთ, რომ ღვთის
ძემ გაიღო სიცოცხლე,
სიკვდილისგან ყველა დაგვიხსნა.
3. შენს გულითად მოწვევას ვიღებთ
და ერთად ვიკრიბებით დღეს.
ძვირფასი მსხვერპლისთვის
და სიყვარულისთვის
დიდად გმადლობთ შენ და შენს ძეს.
უფლის საღამო განგადიდებს,
და აღავსებს რწმენით ჩვენს გულს.
მივიღებთ მარადიულ სიცოცხლეს, თუ კვლავ
განვაგრძობთ ქრისტეს გზით სიარულს.
(იხილეთ აგრეთვე ლუკ. 22:14–20; 1 კორ. 11:23–26)