ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 95
სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება
1. ძველ დროში სურდათ წინასწარმეტყველებს,
ჩასწვდომოდნენ ქრისტეზე ცოდნას.
ღვთის სული ამცნობდა მესიის მოსვლას,
ვინც ყველას მხსნელი გახდებოდა.
დრო დადგა და ახლა მესია მეფობს,
რასაც ამტკიცებს ნიშნები.
ამას ჩავწვდით ჩვენ და აკვირდებიან
ყოველივეს ანგელოზები.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
დღის სინათლის შუქით დავდივართ,
რომელიც სავალს გვინათებს.
ღმერთი მიუძღვის ჩვენს ნაბიჯებს,
ის ყოველივეს გვიმჟღავნებს.
2. უფალმა დანიშნა ერთგული მონა,
მის მიერ გვაძლევს დროულ საკვებს.
იზიდავს ჩვენს გულს და გონებას მზარდი
ღვთის ჭეშმარიტების სინათლე.
ჩვენ დავდივართ დღეს კაშკაშა სინათლით
და უფრო მტკიცენი ვხდებით.
ვართ მადლიერნი, რადგან იეჰოვა
არის წყარო ჭეშმარიტების.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
დღის სინათლის შუქით დავდივართ,
რომელიც სავალს გვინათებს.
ღმერთი მიუძღვის ჩვენს ნაბიჯებს,
ის ყოველივეს გვიმჟღავნებს.
(იხილეთ აგრეთვე რომ. 8:22; 1 კორ. 2:10; 1 პეტ. 1:12)