ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 96
ღვთის წიგნი საუნჯეა
1. არის ასეთი წიგნი, რომელიც ხალხს
მშვიდობას, სიხარულს, იმედს აძლევს.
მის სიტყვებს აქვს გასაოცარი ძალა,
„მკვდრებს“ აცოცხლებს, „ბრმებს“ აძლევს სინათლეს.
ეს წიგნი არის ღვთის სიტყვა, ბიბლია.
მას შთაგონებით წერდნენ ისინი,
ვისაც უყვარდათ იეჰოვა ღმერთი
და ღვთის სულით იყვნენ ანთებულნი.
2. დაწერეს ღვთის შემოქმედებაზე, რომ
მან თავის ძალით შექმნა სამყარო;
შექმნა კაცი, სრულყოფილი, რომელმაც
სამოთხე დაკარგა ცოდვის გამო.
დაწერეს, რომ ღვთის ერთმა ანგელოზმა
უარყო ღვთის უზენაესობა,
რასაც მოჰყვა ცოდვა, დიდი წუხილი,
მაგრამ გაიმარჯვებს იეჰოვა.
3. ცხებული მეფე ტახტზე დასვა ღმერთმა;
ეს უდიდეს სიხარულს გვანიჭებს.
ხალხს ვამცნობთ სამეფოს შესახებ ცნობას,
რომ მალე ის მოგვიტანს კურთხევებს.
სასიხარულო ამბებს ვხვდებით წიგნში.
ის მშვიდობას, დიდ ნადიმს გვპირდება.
ცოცხალი საუნჯე ჩვენ მოგვიწოდებს,
რომ ყოველდღე ის ვიკითხოთ ყველამ.
(იხილეთ აგრეთვე 2 ტიმ. 3:16; 2 პეტ. 1:21)