დათანი
ელიაბის ვაჟი რეუბენის ტომიდან, აბირამისა და ნემუელის ძმა; მოსესა და აარონის წინააღმდეგ ურჩობაში დათანმა და აბირამმა ლევიან კორახს დაუჭირეს მხარი და, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ დააყენეს იეჰოვას დაპირებები, როცა ეგვიპტეზე თქვეს, რომ იქ რძე და თაფლი მოედინებოდა. დათანი, აბირამი და მათი სახლეულობები ურჩობისთვის დაისაჯნენ — დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი (რც. 16:1—35; 26:7—11; კნ. 11:6; ფს. 106:17; იხ. აბირამი №1).