ნოადია
[იაჰი შეთანხმებისამებრ იქცევა; იაჰი შეთანხმებისამებრ ხვდება].
1. ბინუის ვაჟი; ლევიანი, რომელიც ძვ.წ. 468 წელს იერუსალიმში ეზრას ჩასვლიდან მეოთხე დღეს ტაძრის ოქრო-ვერცხლსა და სხვადასხვა ნივთს აღრიცხავდა (ეზრ. 8:32, 33).
2. წინასწარმეტყველი ქალი, რომელიც ძვ.წ. 455 წელს ნეემიას დაშინებას ცდილობდა, რათა იერუსალიმის კედლის აღდგენა შეეჩერებინა (ნემ. 6:14).