ფეკახია
[იაჰი აღებს]
ისრაელის მეფე, რომელსაც ტახტი სამარიაში ედგა; მენახემის ვაჟი და მემკვიდრე. მისი ხანმოკლე, ორწლიანი მეფობის (დაახლ. ძვ. წ. 780–779) განმავლობაში ისრაელში კვლავაც ყვაოდა ხბოს კულტი, რომელიც იერობოამმა დაამკვიდრა და მენახემმაც შეიწყნარა. ფეკახიას შეთქმულება მოუწყო ფეკახმა, თავისმა მხლებელმა, მოკლა ის და მის ნაცვლად გამეფდა (2მფ. 15:22—26).