სრულიად სხვა აღმოჩენა ბაჰამის კუნძულებზე
1992 წელს მსოფლიო მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უპრეცედენტო ყურადღება მიიზიდეს ფლორიდასა და კუბას შორის ლაჟვარდოვან-ცისფერი ოკეანის ზოლზე გადაჭიმულმა ბაჰამის კუნძულებმა. ისინი ჰგვანან იმ ქვებს, რომლითაც შეიძლება ნაკადულზე გადასვლა. მაგრამ რატომ აღმოჩნდნენ ისინი ასეთი ყურადღების ცენტრში? იმიტომ, რომ უმეტესი ავტორიტეტული სპეციალისტის აზრით, 1492 წელს თავისი ისტორიული მოგზაურობის დროს, ქრისტეფორე კოლუმბს პირველად ბაჰამის კუნძულები გადაეშალა თვალწინ, რის შედეგადაც აღმოჩენილი იქნა ამერიკა. სანაპიროზე კოლუმბის გადმოსვლის 500-მა წლისთავმა, ანუ ამ 500 წლისათვის იუბილემ, მიიზიდა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება.
მიუხედავად ამისა, საიუბილეო აჟიოტაჟმა სკეპტიკოსების გარეშე არ ჩაიარა. როგორც ცნობა იუწყება, ჯონ კარუმ (საერთაშორისო გამოკვლევების პროფესორმა) როცა მიმართა შავკანიანი იურისტების XXIII ეროვნულ კონფერენციას, თქვა, რომ კოლუმბი, „გახდა კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე სასიკვდილო ნიაღვრის მიზეზი“ („ნასაუ გარდიანი„).
დღეს ბაჰამებზე მცხოვრები 250 000 ადგილობრივი მცხოვრებიდან არავის შეუძლია დაადგინოს სისხლით ნათესაობა მშვიდობიან ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რომლებსაც კოლუმბი შეხვდა და აღწერა, როგორც „ტანადი ადამიანები სხეულის ლამაზი აღნაგობითა და სახის ფაქიზი ნაკვთებით“. რა დაემართათ იმ კუნძულის მცხოვრებლებს? „ბაჰამების ისტორია“ (ინგლ.) იძლევა პასუხს: „1500 და 1520 წლების ბაჰამების მთელი მოსახლეობა — როგორც ჩანს, დაახლოებით 20 000 ინდიელი იყო დატყვევებული“ და წაყვანილი ესპანიოლაზე — ესპანეთის ოქროს წყაროებზე.
ასეთი სახით დაცარიელებული ბაჰამები ხელმეორედ იყო „აღმოჩენილი“ ჯერ ინგლისელების, ხოლო შემდეგ „ლოიალისტების“ დიდი კონტიგენტის მიერ. უკანასკნელები ძირითადად იყვნენ პლანტაციების მფლობელები ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიებიდან. ბრიტანეთის სამეფოს მომხრეები გაექცნენ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მომწიფებულ ომებს დამოუკიდებლობისათვის. დღევანდელი ბაჰამელები უფრო მეტად, ამ კოლონიის მფლობელთა და მათი მონების შთამომავალნი არიან. მრავალმა ამ მონამ, მაშინაც კი, როცა მიიღო თავისუფლება, დაიტოვა ყოფილი ბატონის გვარი.
სხვაგვარი აღმოჩენა
თითქმის არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ კოლუმბს თავი მისიონერად წარმოედგინა. თანახმად ცნობისა, მან თქვა: „ღმერთმა დამნიშნა ახალი ცისა და ახალი მიწის მაუწყებლად. . . მან მე მიჩვენა, თუ სად შეიძლება მისი პოვნა“. მაგრამ ამის შედეგები საპირისპიროს ამტკიცებენ. ღმერთის მიერ დაპირებულ სამართლიან „ახალ ცასა და ახალ დედამიწას“ მოუწია სხვაგვარ აღმოჩენას დალოდებოდა (2 პეტრე 3:13).
1926 წელს ბაჰამებზე ჩავიდა ედვარდ მაკენზი მეუღლითურთ. წინამორბედი აღმოჩენებისაგან განსხვავებით, ეს თავმდაბალი იამაიკელი ცოლ-ქმარი იქ ჩავიდნენ პატიოსანი გულის მქონე ადამიანების საძებრად, რომელთაც გაუზიარებდნენ კეთილ ცნობას. მაკენზები პირველები იყვნენ, რომლებმაც შეიტანეს კეთილი ცნობა სემეფოს შესახებ (მათე 13:44; 24:14). ამავე წელს, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, მათ შეუერთდათ კიდევ ორი იმაიკელი პლენერს უოლტერსი და რეიჩელ გრეგორი. 1928 წლისათვის ბაჰამებზე იყო სასუფევლის უკვე შვიდი მაუწყებელი. ისინი ოთხი წლის განმავლობაში გულმოდგინედ უქადაგებდნენ კუნძულის მცხოვრებლებს კეთილ ცნობას.
შემდეგ ბაჰამებზე ჩავიდა ე. პ. რობერტსი, დინამიური ორატორი ტრინიდადიდან. მისმა საჯარო ლექციებმა, რომლებიც ეწყობოდა საზოგადოებრივი შეხვედრებისათვის განკუთვნილ დარბაზებში, ბევრი რამ გააკეთა მოძღვრებების გასაფანტავად და ბიბლიური ჭეშმარიტებით მრავალი ადამიანის გულის აღსაფრთოვანებლად. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას ესწრებოდა მოსმენილით აღფრთოვანებული დონალდ ოსკარ მარი, რომელსაც მოგვიანებით სიყვარულითა და ალერსით დ.ო.-ს უწოდებდნენ. დროთა განმავლობაში საქმეს ის ჩაუდგა სათავეში. ჩვენს მისიონერ დას, ნენსი პორტერს კარგად ახსოვს, თუ როგორ იხსენებდა დ.ო. მარი თავის მხურვალე ლოცვებს, რომელშიც ის ყოველთვის ითხოვდა დახმარებას სამქადაგებლო საქმეში. 1947 წელს ნენსი მეუღლე ჯორჯთან და კიდევ ორ თანაქრისტიანთან ერთად გახდა პირველი მისიონერი, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ გააგზავნა. ნენსი იხსენებს: „პირველი კრება ჩვენთვის მარად დაუვიწყარია. ესწრებოდა დაახლოებით ათი კაცი. კრებას ძმა მარი თავმჯდომარეობდა, მან გახსნა კრება ლოცვით, რომელშიც მადლობას უძღვნიდა იეჰოვას მისიონერების ჩამოსვლის გამო. მან თქვა, რომ დახმარება აუცილებელია და ისინი „დიდხანს ლოცულობდნენ დახმარების შესახებ“. საზოგადოებამ პირობა მისცა, რომ გაუგზავნიდა მისიონერებს, და აი ჩვენც ჩამოვედით. ლოცვა იმდენად აღმძვრელი იყო, რომ გადავწყვიტეთ იქ დარჩენა“. დღესაც, 45 წლის შემდეგ, და პორტერს მიუხედავად თავისი ქმრის სიკვდილისა, კუნძულის მცხოვრებთათვის სასუფევლის სანუგეშო ცნობა მოაქვს.
1947 წლიდან განსაკუთრებით ნაყოფიერი გახდა სამეფოს ქადაგების საქმე, რომელსაც ბაჰამის კუნძულებზე ნავებით ჩასული სრული დროით მსახურები ატარებდნენ. მქადაგებლებს არაერთხელ მოუხდათ გაეცურათ ვერაგული მარჩხობი და ნაყვავილარით დაფარული წყალმარჩხები, ხოლო შემდეგ წასულიყვნენ სანაპირო ფონისაკენ, რათა კეთილი ცნობა მიეტანათ დაშორებულ დასახლებებში. ის ადრეული ძალისხმევა დღემდე ნაყოფის მომტანია.
1950 წელი გახდა ისტორიული წელი. სწორედ ამ წლის დეკემბერში ბაჰამებს პირველად ეწვივნენ ნეიტან ხ. ნორი, საგუშაგო კოშკის საზოგადოების იმჟამინდელი პრეზიდენტი და მისი მდივანი მილტონ ჯ. ჰენშელი. ნორმა სიტყვით მიმართა 312 მსმენელს, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ დედათა კლუბში, ჯეილის შესახვევში მდებარე ხის ერთ პატარა შენობაში. ამ შეხვედრას ესწრებოდა საკმაოდ ბევრი გამოჩენილი ადამიანი. მათ შორის პარლამენტის ერთი წევრი და ერთ-ერთი ყოველდღიური ჟურნალის რედაქტორი. იმ საღამოს ძმა ნორმა გამოაცხადა ბაჰამებზე საზოგადოების ფილიალის ბიუროს დაარსების შესახებ.
კუნძულის მცხოვრებთა გულითადი გამოხმაურება
ბაჰამებზე მცხოვრები გულთბილი ადამიანები კარგად ისმენენ ცნობას სამეფოს შესახებ. მაგრამ მათთან მიღწევა არც თუ ისე იოლია. რატომ? თავად განსაჯეთ: უმეტესობა ცხოვრობს დედაქალაქ ნასაუში და მეზობელ კუნძულ დიდ ბაჰამაზე. დანარჩენები გაფანტული არიან 15 საკმაოდ დიდ კუნძულზე და 700 პატარა კუნძულსა და ატოლზე, რომლებიც შედიან ამ კუნძულთა ჯგუფის შემადგენლობაში. კუნძულებზე მდებარე მცირე თემებში საცხოვრებლად მიდიან როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა ადგილებიდან ჩამოსული მოწმეები, რათა იქადაგონ კეთილი ცნობა. საქებარია ის, რომ ისინი ამას აკეთებენ მნიშვნელოვანი მსხვერპლისა და პირადი დანახარჯების ფასად. მაგრამ მათი მცდელობა უხვად ჯილდოვდება.
ერთი ახალგაზრდა წყვილი გადავიდა დიდ კუნძულ ანდროსზე. ერთხელ კარდაკარ ქადაგებისას ისინი შეხვდნენ ემიგრანტს, გაიტიდან. ემიგრანტები ათასობით არიან ბაჰამაზე. ეს მამაკაცი სიამოვნებით დასთანხმდა ბიბლიის საშინაო შესწავლაზე. იმავე საღამოს დაწყებული იქნა წიგნის შესწავლა „შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე“, რომლის ერთი ეგზემპლარი ინგლისურ ენაზე, მეორე კი ფრანგულ ენაზე იყო. მეორე საღამოს ემიგრანტი პირველად ეწვია ქრისტიანულ კრებას. მალე ამ მამაკაცმა თავი დაანება მოწევას, სწრაფად მიაღწია დიდ წარმატებებს და დაიწყო სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობის მიღება.
იმ დღეს, დილით, როცა ეს ემიგრანტი უნდა მონათლულიყო, მან მიიღო მაგნიტოფონის ჩანაწერი გაიტიდან, თავისი ოჯახისაგან, რომლის შესახებ ხუთი წლის განმავლობაში არაფერი იცოდა. მაინც რა იყო ჩანაწერში? ოჯახის წევრები ჰყვებოდნენ, თუ როგორ გახდნენ იეჰოვას მოწმეები. მათ აცნობეს, რომ მისი და უკვე საერთო პიონერია (ანუ სრული დროით მქადაგებელი) და მოუწოდეს მას ეპოვნა იეჰოვას მოწმეები, რათა შეესწავლა მათთან ბიბლია. აშკარაა, როდესაც ემიგრანტი მოინათლა, მას ოდნავი ეჭვიც არ შეჰპარვია თავისი საქციელის სისწორეში. ჭეშმარიტების მიმართ მსგავსი აღფრთოვანებული რეაქციები ათბობენ ადგილობრივი მოწმეების გულს. იმის გამო, რომ ისინი რიცხობრივად სისტემატურად მატულობენ, იწყებენ სახარების სრული დროით ქადაგების საქმეს, რაც ხელს უწყობს შემდგომ ზრდას. ამიტომ 1988 წელს ბაჰამებზე უკვე სასუფევლის 1 000 მაუწყებელი იყო. დღეს ფაქტიურად ყველა დიდ კუნძულზე, 19 კრებაში არის სამეფოს 1 300 მაუწყებელი.
აღჭურვილნი ვართ მომავლისათვის
რიცხობრივი ზრდის გამო, იეჰოვას მოწმეები განიცდიდნენ სიძნელეებს საკმაოდ იაფფასიანი და დიდი ტევადობის შენობების ძებნაში ყოველწლიური კონგრესებისათვის. ხალხთა დიდი სიმრავლის გამო ორი კონგრესი გაიმართა სხვადასხვა კუნძულზე. ამიტომ ფილიალის ახალ ბიუროსთან ერთად იყო დაგეგმილი საკონგრესო დარბაზის აშენება. საქმეს შეუდგნენ 1989 წლის დეკემბერში. ასობით ადგილობრივი და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოხალისე მუხლჩაუხრელად მუშაობდა სამშენებლო ობიექტზე „მთელი გულით, როგორც უფლისათვის“ (კოლასელთა 3:23).
ეჭვგარეშეა, ბაჰამებზე ჯერ კიდევ არასდროს ყოფილა იეჰოვას მოწმეთა ასეთი მრავალრიცხოვანი და სასიხარულო შეკრება, როგორც 1992 წლის 9 თებერვალს გაიმართა ფილიალის ახალი ბიუროსა და საკონგრესო დარბაზის გახსნასთან დაკავშირებით. სულ უფრო იზრდებოდა აღფრთოვანებული მოლოდინი, რადგან ძმები ყველა კუნძულზე ემზადებოდნენ ამ მოვლენისათვის. ამინდი უჩვეულოდ ცივი იყო. გახსნის დღის წინა ღამეს წვიმდა. მაგრამ არაფერს შეეძლო მოყიჟინე ხალხთა მასის სიხარულის დაოკება, როცა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი კორპორაციის წევრმა ჯონ ე. ბარმა წარმოთქვა სიტყვა თემაზე „თეოკრატიული გაფართოვების სიმღერა“. შეხვედრას 2 714 ადამიანი ესწრებოდა. გულები ივსებოდა ზეციერი მამის, იეჰოვა ღმერთისადმი მადლიერებით, რომელმაც შესთავაზა თავის მსახურებს ასეთი სიხარულისა და აღფრთოვანების მიზეზი. ყველა დამსწრეს ჰქონდა სურვილი კიდევ უფრო ენერგიით მოემსახუროს სულიერ აღმზრდელობით სამუშაოს, რომლის გამო საჭირო გახდა ბაჰამზე საგუშაგო კოშკის საზოგადოების აშენება.
დებატები იმის გამო, იყო თუ არა კოლუმბის მიერ ამ კუნძულების აღმოჩენა უკეთესობისაკენ შემობრუნება, ალბათ ჯერ კიდევ გაგრძელდება. როგორც არ უნდა იყოს, იეჰოვას მოწმეები ბაჰამზე ერთსულოვანნი არიან ღმერთისადმი მადლიერებაში, რომელმაც მოგვცა სასუფევლის მაუწყებლები, რომელთა თავგანწირვის სულმაც აღძრა ისინი გაბედულად წასულიყვნენ გამოუკვლევ ქვეყანაში და მიეტანათ კეთილი ცნობა იმ ადგილებში, რომლებსაც რუკებზე თეთრი ლაქები ეწოდებათ. მათი შრომისა და „აღმოჩენის“ შედეგად ბაჰამებზე ჭეშმარიტების ყველა მაძიებელი იძენს სულიერ სიმდიდრეს, რომელსაც არაფერი შეედრება.
[რუკა⁄სურათები 24, 25 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
[სურათები]
ქადაგება ბაზარში.
ფონს გასვლა ნაპირისაკენ, რათა გაუზიარონ კეთილი ცნობა.
ფილიალის ბიურო მოთავსებულია გორაკზე, რომელიც გადმოსცქერის საკონგრესო დარბაზს.