მწყემსეთ ღმერთის სამწყსო სიამოვნებით
„მწყემსეთ ღმერთის სამწყსო, რომელიც თქვენს შორისაა არა იძულებით, არამედ ნებით [სიამოვნებით, აქ] და ღმერთისათვის სათნოდ“ (1 პეტრე 5:2).
იეჰოვა სიამოვნებით მწყემსავს თავის ხალხს (ფსალმუნი 22:1–4). ‘მწყემსმა კეთილმა’, იესო ქრისტემ, ცხვრისმაგვარი ხალხისთვის მზადყოფნით გასწირა თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე (იოანე 10:11–15). ამიტომ მოციქული პეტრე ქრისტიან უხუცესებს მოუწოდებდა, ‘მწყემსეთ ღმერთის სამწყსო ნებით’ (1 პეტრე 5:2).
2 მზადყოფნით რაიმეს გაკეთება — ღმერთის მსახურთა განმასხვავებელი თვისებაა (ფსალმუნი 109:3). მაგრამ, იმისთვის რომ იყო ზედამხედველი, ანუ მორბედი მწყემსი, საჭიროა მეტი, ვიდრე მხოლოდ ქრისტიანული მზადყოფნა. ვინ ხდება ასეთ მწყემსად ვარგისი? რა შედის მათ სამწყემსო საქმეში? როგორ ხორციელდება ის ყველაზე საუკეთესოდ?
საკუთარი ოჯახის ხელმძღვანელობა
3 ვიდრე მამაკაცი დაინიშნება ‘ზედამხედველის თანამდებობაზე’ (აქ), ის უნდა შეესაბამებოდეს ბიბლიურ მოთხოვნებს (1 ტიმოთე 3:1–7; ტიტე 1:5–9). ერთი მხრივ, მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ზედამხედველი უნდა იყოს „თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით“. ამისთვის არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, ვინაიდან პავლემ თქვა: „თუ ვინმემ საკუთარი სახლის მმართველობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღმერთის ეკლესიაზე?“ (1 ტიმოთე 3:4, 5). როდესაც კუნძულ კრეტას კრებებში ტიტე ნიშნავდა უფროს მამაკაცებს, მისთვის ნათქვამი იყო, აერჩია ის, ვინც არის „უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი“ (ტიტე 1:6). დიახ, ის, თუ როგორ ზრუნავს ქრისტიანი თავის ოჯახზე, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ვარგისიანობის დადგენისას ისეთ უფრო სერიოზულ პასუხისმგებლობაზე, როგორიცაა კრების მწყემსი.
4 მამაკაცები, რომლებიც კარგად ხელმძღვანელობენ საკუთარ ოჯახს, აკეთებენ უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ რეგულარული ლოცვა და ოჯახთან ერთად ბიბლიის შესწავლაა. ისინი ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ საყვარელ ახლობლებს. მათთვის, ვინც მშობლები ხდებიან, ეს იმ დღიდან იწყება, როცა ბავშვი იბადება. ქრისტიანმა მშობლებმა იციან, რომ, რაც უფრო უკეთესად მისდევენ ღმერთის თაყვანისცემასთან დაკავშირებით დადგენილ წესრიგს, მით უფრო ჩქარა ეჩვევა მათი შვილი ყოველდღიური ქრისტიანული მოღვაწეობის რეჟიმს. თუ რამდენად კარგად ხელმძღვანელობს ქრისტიანი მამა ოჯახს, ამ სიტუაციაში, ირეკლავს მისი, როგორც უხუცესის, ვარგისიანობას (ეფესელთა 5:15, 16; ფილიპელთა 3:16).
5 საკუთარი ოჯახის ხელმძღვანელობისას, კეთილსინდისიერი ქრისტიანი მამა ითვალისწინებს პავლეს რჩევას: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებით და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). ბიბლიის რეგულარული შესწავლა ოჯახთან — ცოლთან და ბავშვებთან — იძლევა სიყვარულით აღსავსე სწავლების შესაძლებლობას. ბავშვები ამგვარად ღებულობენ ‘დამოძღვრას’, გამოსასწორებელ მითითებებს. ‘დარიგება’ რომელიც შემდეგ ხდება, თითოეულ ბავშვს ეხმარება სხვა და სხვა საკითხზე იეჰოვას თვალსაზრისის გაგებაში (მეორე რჯული 4:9; 6:6, 7; იგავნი 3:11; 22:6). სულიერი საკითხების განხილვისას, ამ თავისუფალ ატმოსფეროში, მზრუნველი მამა ყურადღებით უსმენს შვილებს, როცა ისინი ლაპარაკობენ. კეთილად დასმული მისახვედრი კითხვები ხელს უწყობს, რომ ისინი პატიოსნად მოყვნენ თავიანთი საზრუნავის ან თვალსაზრისის შესახებ. მამა არ ფიქრობს, რომ იცის ყველაფერი, რაც შვილების გონებაში ხდება. ნამდვილად, როგორც ნათქვამია იგავნის 18:13-ში: „მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი“. დღეს მშობელთა უმრავლესობა ატყობს, რომ სიტუაციები, რომელთაც მათი შვილები აწყდებიან, ბევრად განსხვავდება იმისაგან, რასაც თვითონ აწყდებოდნენ ახალგაზრდობაში. მაშასადამე, მამა ეცდება გაიგოს პრობლემის წინა პირობა და დეტალები, ვიდრე იტყოდეს, თუ როგორ გადაწყვიტოს ის. (შეადარე იაკობი 1:19).
6 რა ხდება მას შემდეგ, რაც ცნობილი ხდება შვილების პრობლემები, საზრუნავი და შეხედულებები? მამა, რომელიც ოჯახს კარგად ხელმძღვანელობს, რჩევას ეძებს საღვთო წერილში, რომელიც „სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“. ის შვილებს ასწავლის, თუ როგორ გამოიყენონ ბიბლიის ინსპირირებული სახელმძღვანელო მითითებები. ამის წყალობით ახალგაზრდები ‘შესძლებენ შეასრულონ ყოველივე, რაც მათგან მოითხოვება, და აღიჭურვონ კეთილი საქმეების გასაკეთებლად’ („კეთილი ცნობა“, 2 ტიმოთე 3:16, 17; ფსალმუნი 77:1–4).
7 ღვთისმოშიშ ყმაწვილებს სკოლაში ქვეყნიური ამხანაგების გამო ზოგჯერ უდგებათ მძიმე ჟამი. ამიტომ, როგორ შეუძლიათ ქრისტიან მამებს ჩააწყნარონ შვილების წუხილი? ერთ-ერთი შესაძლებლობაა — მათთან ერთად და მათზე ლოცვა. როდესაც ეს ახალგაზრდები მოხვდებიან სიტუაციებში, რომლებიც ცდუნებას წარმოადგენს, ისინი, ალბათ, მიბაძავენ მშობლების მაგალითს, იყვნენ ღმერთზე დაიმედებულნი. ერთი ცამეტი წლის გოგონა, რომელიც ღმერთისადმი მიძღვნის სიმბოლოდ მონათვლის წინ ინტერვიუს იძლეოდა, მოყჰვა, რომ მას სკოლის ამხანაგები დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. როცა ის იცავდა ბიბლიაზე დაფუძნებულ თავის მრწამსს სისხლის სიწმინდის შესახებ, სხვა გოგონებმა ცემა და ფურთხება დაუწყეს (საქმე 15:28, 29). გადაუხადა თუ არა მან იმავეთი? არა. „მე განუწყვეტლივ ვევედრებოდი იეჰოვას, დამხმარებოდა სიმშვიდის შენარჩუნებაში — ამბობს ის. — მე, ასევე, მახსოვდა არახელსაყრელ პირობებში თავშეკავების საკითხთან დაკავშირებით, თუ რას მასწავლიდნენ მშობლები ოჯახურ შესწავლაზე“ (2 ტიმოთე 2:24).
8 უხუცესს, რომელსაც შვილები არ ჰყავს, შეუძლია ასევე აუცილებლად უზრუნველყოს თავისი ოჯახის წევრები, როგორც სულიერად, ასევე, მატერიალურადაც. ეს შეიძლება იყოს მისი საქორწინო თანამგზავრი და შესაძლოა, მის ოჯახში მცხოვრები, მასზე დამოკიდებული ქრისტიანი ახლო ნათესავები (1 ტიმოთე 5:8). ამგვარად, ოჯახის კარგად ხელმძღვანელობა ერთი იმ მოთხოვნათაგანია, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს მამაკაცი, რომელიც ინიშნება კრების უხუცესის პასუხისმგებლობაზე. როგორ უნდა განიხილავდნენ უფროსი მამაკაცები კრებაში პასუხისმგებლობის უპირატესობას?
„გულმოდგინებით“ ხელმძღვანელობა
9 ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში პავლე მმართველად მსახურობდა ღმერთის სახლში, ქრისტიანთა კრებაში, რომელიც ექვემდებარებოდა ქრისტეს ხელმძღვანელობას (ეფესელთა 3:2, 7; 4:15). თავის მხრივ, პავლე რომაელ თანამორწმუნეებს მოუწოდებდა: „და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული, თუ წინასწარმეტყველებაა რწმენის საზომით. თუ მსახურებაა — მსახურებით; თუ მასწავლებელია — სწავლებით; თუ შემგონებელია — შეგონებით; გამჩუქებელია — უბრალოებით, უფროსია — სიბეჯითით და ქველმოქმედია — გულითადობით“ (რომაელთა 12:6–8).
10 პავლემ თესალონიკელებს შეახსენა: „როგორც მამა შვილებს, შეგაგონებდით თითოეულ თქვენგანს, განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღმერთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თქვენ თავისი სასუფევლისა და დიდებისაკენ“ (1 თესალონიკელთა 1:1; 2:11, 12). შეგონება ისეთი სინაზითა და სიყვარულით იყო მიცემული, რომ პავლეს შეეძლო დაეწერა: „მშვიდად ვიქცეოდით თქვენ შორის, როგორც მეძუძური, რომელიც შეფოფინებს თავის შვილებს. ასევე ჩვენც თქვენდამი გულმოდგინებით გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღმერთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის“ (1 თესალონიკელთა 2:7, 8). პავლეს მამობრივი მზრუნველობის მაგალითის შესაბამისად, გულწრფელად ერთგული უფროსი მამაკაცები კრებაში ყველას მიმართ ავლენენ გულითად მზრუნველობას.
11 სინაზე, გულმოდგინებასთან ერთად, უნდა ახასიათებდეს ჩვენი ერთგული ქრისტიანი მწყემსების სიყვარულით აღსავსე მეთვალყურეობას. მრავლისმეტყველია ის, თუ როგორ აკეთებენ ისინი ამას. პეტრე უხუცესებს ურჩევს მწყემსონ ღმერთის სამწყსო „არა იძულებით“ ან „არა საზიზღარი შეძენისათვის“ (1 პეტრე 5:2). ამ საკითხთან დაკავშირებით სწავლულმა, უილიამ ბარკლმა, გამაფრთხილებელი აზრი გამოთქვა, როცა წერდა: „შეიძლება თანამდებობის მიღება ან მსახურების შესრულება ისე, თითქოს ეს იყოს არასასიამოვნო დავალება, თითქოს ეს მომქანცველი და ისეთი ტვირთი იყოს, რომელიც ძალიან არ მოგწონს. სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანს სთხოვონ რაიმე საქმის გაკეთება, და ეს მან გააკეთოს, მაგრამ ისე უხალისოდ, რომ მთელი საქმე გაფუჭდეს. . . მაგრამ [პეტრე] ნამდვილად ამბობს, რომ თითოეული ქრისტიანი გულის ფანცქალით უნდა ისწრაფოდეს, რაც შეუძლია, შეასრულოს ეს მსახურება, თუმცა სრულად გრძნობდეს, თუ რამდენად უღირსია მისი შესრულებისა“.
სიამოვნებით მომუშავე მწყემსები
12 „მწყემსეთ ღმერთის სამწყსო, რომელიც თქვენს შორისაა. . . ნებით [სიამოვნებით, აქ]“, — აგრეთვე, მოწოდებას იძლევა პეტრე. ქრისტიანი ზედამხედველი, რომელიც ზრუნავს ცხვრებზე, ამას აკეთებს მზადყოფნით, ნებაყოფლობით, კეთილი მწყემსის, იესო ქრისტეს ხელმძღძვანელობით. ნებაყოფლობით მსახურება, ასევე, ნიშნავს, რომ ქრისტიანი მწყემსი ემორჩილება იეჰოვას ხელისუფლებას, ‘მწყემსსა და ჩვენს სულთა დამცველს’ (1 პეტრე 2:25). ქრისტიანი მორბედი მწყემსი ნებაყოფლობით ავლენს თეოკრატიული წყობილებისადმი პატივისცემას. ის ასე იქცევა, როცა რჩევის მაძიებელთა ყურადღებას წარმართავს ღმერთის სიტყვისკენ, ბიბლიისკენ. თუმცა, უხუცესს გამოცდილება ეხმარება ბიბლიური რჩევების მარაგის შეძენაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას მაშინვე ეცოდინება ნებისმიერი პრობლემის ბიბლიური გადაჭრის გზა. მაშინაც კი, როცა იცის კითხვაზე პასუხი, მას შეეძლო გადაეწყვიტა, რომ ბრძნულია იმ ადამიანთან ერთად, ვინც კითხვას სვამს, მიემართა „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების ინდექსისთვის“ ან სხვა მსგავსი ინდექსებისთვის. ამგვარად, ის ასწავლის ორი ხერხით: აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სასარგებლო ინფორმაციის პოვნა და თავმდაბლურად ავლენს იეჰოვასადმი პატივისცემას იმაზე ყურადღების მიპყრობით, რაც გამოქვეყნებული იყო ღმერთის ორგანიზაციის მიერ.
13 რის გაკეთება შეუძლია უხუცესს, თუ საზოგადოების ლიტერატურაში არაფერი იყო გამოქვეყნებული გარკვეულ წამოჭრილ პრობლემასთან დაკავშირებით? უეჭველად, ის ილოცებს სიბრძნეზე და შეეცდება იპოვოს ზოგიერთი ბიბლიური პრინციპი, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან. მას, ასევე, შეუძლია გადაწყვიტოს, რომ სასარგებლო იქნებოდა დახმარებისთვის მოსული ადამიანისთვის შეეთავაზებინა, ეფიქრა იესოს მაგალითის შესახებ. უხუცესს შეეძლო ეკითხა: „თუ იესო, დიდებული მასწავლებელი, იქნებოდა შენს სიტუაციაში, როგორ გეჩვენება, მაშინ რას გააკეთებდა ის?“ (1 კორინთელთა 2:16). ასეთი განხილვა შეიძლება დაეხმაროს მას, ვინც რჩევას ითხოვს ბრძნული გადაწყვეტილების მისაღებად. მაგრამ, რამდენად არაკეთილგონივრული იქნებოდა, თუ უხუცესი გამოთქვამდა მხოლოდ საკუთარ აზრს, ვითომ ეს იყოს სწორი ბიბლიური რჩევა! პირიქით, უხუცესებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის განიხილონ ძნელი პრობლემები. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი საკითხების წარდგენა უხუცესთა კორპორაციის შეხვედრებზეც კი (იგავნი 11:14). საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება დაეხმარება მათ ყველას, ილაპარაკონ ერთი და იგივე (1 კორინთელთა 1:10).
აუცილებელია ლმობიერება
14 სხვების დამოძღვრის და განსაკუთრებით მათთვის რჩევის მიცემის დროს, ქრისტიანი უხუცესისთვის აუცილებელია ლმობიერების გამოვლენა. „ძმებო! — რჩევას იძლევა პავლე, — თუ კაცი რომელიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით“ (გალატელთა 6:1). საინტერესოა, რომ ბერძნული სიტყვა, რომელიც აქ გადმოთარგმნილია სიტყვით „გამოასწორეთ“ მიეკუთვნება ტერმინს, რომელიც ქირურგიაში გამოიყენება ძვლის ისე ჩასმის აღსაწერად, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დარჩეს კოჭლი. ლექსიკოგრაფი უ. ე. ვაინი ამას აკავშირებს აღდგენასთან „მათ მიერ, ვინც სულიერია, შემცოდე ადამიანისა, რომელიც სულიერი სხეულის ნაღრძობი ნაწილის მსგავსია“. თარგმანთა სხვა ვარიანტები ასეთია: „სათანადო ადგილზე აღდგენა; სათანადო მდგომარეობაში მოყვანა“.
15 საკუთარი აზროვნების გამოსწორება ადვილი არ არის, და შესაძლოა, ძალზე ძნელი იყოს გზააბნეული ადამიანის სათანადო მდგომარეობამდე მიყვანა. მაგრამ დახმარება, რომელიც ლმობიერებით იქნება შემოთავაზებული, ალბათ, მადლიერებით მიიღება. მაშასადამე, ქრისტიანმა უხუცესებმა ყურად უნდა იღონ პავლეს რჩევა: „შეიმოსეთ მოწყალებით, სახიერებით, თავმდაბლობით, სიმშვიდით, სულგრძელობით“ (კოლასელთა 3:12). რა უნდა გააკეთონ უხუცესებმა, როცა ადამიანს, რომელიც გამოსასწორებელია, ცუდი პოზიცია უჭირავს? მათ უნდა ‘ეძებონ სიმშვიდე’ (1 ტიმოთე 6:11, „ახალი თარგმანი“).
სიფრთხილით მწყემსვა
16 პავლეს რჩევაში გალატელთა 6:1 მოიცავს უფრო მეტს. ის სულიერად ვარგის მამაკაცებს მოუწოდებს: „გამოასწორეთ იგი [გზააბნეული ადამიანი] თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში“. რამდენად სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს შედეგები, თუ არ ითვალისწინებენ ასეთ რჩევას! ანგლიკანური ეკლესიის მღვდლის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით, რომელიც დამნაშავე აღმოჩნდა მისი მრევლის ორ წევრთან მრუშობაში, ლონდონის გაზეთ „ტაიმს“-ში ნათქვამი იყო, რომ ეს „სამარადისო სიტუაციაა: მამაკაცი, რომელიც რჩევას იძლევა, ალბათ, მამობრივად ან ძმურად, ნდობით ცდუნების მსხვერპლი ხდება“. შემდეგ კორესპონდენტი დაეყრდნო დოქტორ პიტერ რატერის სიტყვებს, რომელიც ამტკიცებდა: „ექსპლუატატორული კავშირები პაციენტებსა და მათი მამრობითი სქესის მრჩევლებთან — ექიმებთან, იურისტებთან, მღვდლებთან და დამსაქმებლებთან — ჩვენს სექსუალურად თავისუფალ საზოგადოებაში მიუღებელ, მავნე და სამარცხვინო ეპიდემიად იქცა.“
17 ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვას მსახურები ასეთი ცდუნების მიმართ შეუვალნი არიან. ერთი პატივცემული უხუცესი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად მსახურობდა, უზნეობაში ჩარეული აღმოჩნდა, იმიტომ რომ, გათხოვილ დასთან სამწყსო მონახულებას აკეთებდა მაშინ, როცა ეს და მარტო იყო. თუმცა ძმამ მოინანია, მაგრამ მან დაკარგა ყველა თავისი უპირატესობა მსახურებაში (1 კორინთელთა 10:12). როგორ შეუძლიათ უფროს მამაკაცებს გააკეთონ სამწყემსო მონახულება ისე, რომ ცდუნებაში არ ჩავარდნენ? როგორ შეუძლიათ მათ იზრუნონ იმის შესახებ, რათა შეძლონ შედარებით განმარტოებით ყოფნა იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყოს ლოცვა და ღმერთის სიტყვისა და ქრისტიანული პუბლიკაციების გამოყენება?
18 ერთი ფაქტორი, რომელიც უხუცესებმა უნდა გაითვალისწინონ, არის მეთაურობის პრინციპი (1 კორინთელთა 11:3). თუ ხელმძღვანელობას ეძებს მოზარდი, შეეცადე, როცა ეს მართებულია, განხილვაში ჩართო მშობლებიც. როდესაც გათხოვილი და ითხოვს სულიერ დახმარებას, შეგიძლია თუ არა ისე მოაწყო, რომ მონახულების დროს ქმარიც იქ იყოს? რის გაკეთება შეიძლება, თუ ეს შეუძლებელია ან ის ურწმუნოა და რაღაცნაირად, ცუდად ეპყრობა მას? მაშინ იგივე ზომები მიიღე, რასაც მიმართავდი გაუთხოვარი დის მონახულებისას. ბრძნული იქნებოდა და მოენახულებინა ორ გამოცდილ ძმას ერთად. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეიძლებოდა შესაფერისი დროის გამონახვა, იმისათვის რომ, ორ ძმას სამეფო დარბაზში, სასურველი იქნებოდა ოთახში განმარტოებით, განეხილა მასთან ეს საკითხი. დარბაზში მყოფი სხვა ძმებისა და დებისთვის, რომელთაც არ შეეძლოთ დაენახათ და შემთხვევით მოესმინათ მიმდინარე საუბარი, დაბრკოლებისთვის ყოველგვარი საბაბი, ალბათ, აცილებული იქნებოდა (ფილიპელთა 1:9, 10).
19 თუ ღმერთის ცხვრების მწყემსვა ხდება სიამოვნებით, ამას მოაქვს კარგი შედეგი — სულიერად მტკიცე, კარგი ხელმძღვანელობის მქონე ფარა. პავლე მოციქულის მსგავსად, ჩვენს დროში ქრისტიანი უხუცესები ძალიან ზრუნავენ თანამორწმუნეებზე (2 კორინთელთა 11:28). განსაკუთრებით მძიმეა ღმერთის ხალხის მწყემსვის პასუხისმგებელობა ამ კრიტიკულ დროს. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად მადლიერნი ვართ იმ კარგი მუშაობისთვის, რომელსაც ეწევიან უხუცესებად მომსახურე ძმები (1 ტიმოთე 5:17). ამ კურთხევისთვის — „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომლებიც ნებით მწყემსავენ, — ჩვენ ხოტბას ვასხამთ ‘ყველა კეთილი მისაცემლისა და ყველა სრულყოფილი ნიჭის’ მჩუქებელს, ჩვენს მოყვარულ ზეციერ მწყემსს, იეჰოვას (ეფესელთა 4:8; იაკობი 1:17).
როგორ უპასუხებდი შენ
◻ როგორ შეუძლია მამაკაცს თავისი სახლის კარგად ხელმძღვანელობა?
◻ როგორი თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს ქრისტიანი უხუცესების მეთვალყურეობა?
◻ როგორ შეუძლიათ უხუცესებს რჩევის მიცემისას გამოავლინონ თვინიერება და სინაზე?
◻ რა ეხმარება სულიერი გამოსწორების ეფექტურობას?
◻ ფარის მწყემსვისას, როგორ შეუძლიათ უხუცესებს მოერიდონ მაკომპრომეტირებელ სიტუაციებს?
[სასწავლო კითხვები)
1. რატომ არის მოსალოდნელი, რომ ქრისტიანი უხუცესები დამწყემსავენ ‘ღმერთის სამწყსოს სიამოვნებით’?
2. ქრისტიან უხუცესთა სამწყემსო მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელი კითხვების განხილვაა მართებული?
3. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ის, თუ როგორ ზრუნავს ქრისტიანი თავის ოჯახზე, გავლენას ახდენს მის ვარგისიანობაზე, იყოს მწყემსი კრებაში?
4. ბიბლიის რეგულარული შესწავლისა და ლოცვის გარდა, კიდევ როგორ ავლენენ ქრისტიანი მშობლები თავიანთი ოჯახისადმი სიყვარულს?
5. როგორ შეუძლია ქრისტიან მამას აღზარდოს შვილები „უფლის მოძღვრებით და დარიგებით“?
6. თავისი ოჯახისთვის დახმარების აღმოსაჩენად, რატომ უნდა ეძებდეს ქრისტიანი მამა რჩევას ღმერთის სიტყვაში?
7. ლოცვასთან დაკავშირებით რა მაგალითს უნდა იძლეოდნენ ქრისტიანი მამები?
8. როგორ შეუძლია უხუცესს, რომელსაც შვილები არ ჰყავს, კარგად ხელმძღვანელობდეს საკუთარ ოჯახს?
9. როგორ უნდა განიხილავდნენ ქრისტიანი უხუცესები თავიანთ დანიშვნას ქრისტიანულ მსახურებში?
10. ღმერთის სამწყსოზე მზრუნველობის რა მაგალითი დატოვა პავლემ დღევანდელი ქრისტიანი უხუცესებისთვის?
11. როგორ შეუძლიათ უხუცესებს გულმოდგინების გამოვლენა?
12. როგორ შეუძლიათ ქრისტიან უხუცესებს მზადყოფნის გამოვლენა?
13. სწორი რჩევის მიცემის მიზნით რა ნაბიჯების გადადგმა შეეძლოთ უხუცესებს?
14, 15. რა მოითხოვება უხუცესებისგან, რომლებიც ცდილობენ იმ ქრისტიანის გამოსწორებას, ვინც ‘შეცოდებაში ჩავარდა’?
16, 17. რა საშიშროებებს უნდა მოერიდონ უხუცესები, როცა რჩევას აძლევენ სხვებს?
18. ა) მეთაურობის პრინციპის გამოყენება როგორ დაეხმარებოდა უხუცესებს მაკომპრომეტირებელი სიტუაციების მორიდებაში? ბ) რა ღონისძიების მიღება შეიძლება დასთან სამწყემსო მონახულების გაკეთებისთვის?
19. ღმერთის სამწყსოს სიამოვნებით მწყემსვას, რომელი კარგი შედეგები მოაქვს და ვის მიმართ გამოვხატავთ მადლიერებას მწყემსების გამო, რომლებიც მზადყოფნას ავლენენ?