სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
12 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 32
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „ფუჭი არაა თქვენი შრომა“. შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი. ჩართე კომენტარები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია 1996 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“, 32-ე გვერდზე (რუს.).
22 წთ.: შესწავლების დაწყება ბროშურით „რას მოითხოვს“. მოხსენება, 1999 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ მე-6 გვერდზე მოცემული სტატიის განხილვა. გააკეთე მე-6 აბზაცში მოცემული შესავლის ინსცენირება. ერთ ან ორ მაუწყებელს მოკლედ მოაყოლე, რა წარმატებას მიაღწიეს შესწავლების დაწყებაში, და თქვან, როგორ სთავაზობენ შესწავლის დაწყებას და რას აკეთებენ, რომ შესწავლა ყოველკვირეულად გრძელდებოდეს.
სიმღერა 200 და ლოცვა.
19 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 221
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში და განცხადება საფინანსო ანგარიშის კვარტალური შემოწმების შესახებ. თუ კრების მარაგში გაქვთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები“, გააკეთე იმის ინსცენირება, თუ როგორ შეიძლება მათი სასარგებლოდ გამოყენება ზაფხულის თვეებში, როცა კარდაკარ მოზარდების სახლში პოვნის მეტი შესაძლებლობა არსებობს.
8 წთ.: შეკითხვების ყუთი. უხუცესის მოხსენება.
25 წთ.: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“. სამსახურებრივი ზედამხედველი განიხილავს კითხვა-პასუხებით. წააკითხებინე ხმამაღლა თითოეული აბზაცი და მე-3, მე-4 და მე-7 აბზაცებში მითითებული მუხლები. მე-6 აბზაცის განხილვისას ახსენი, რა როლს ასრულებს სამსახურებრივი ზედამხედველი იმის გადაწყვეტაში, შეიძლება თუ არა მონათლულთან ბიბლიის შესწავლის განახლება (იხილე შეკითხვების ყუთი 1998 წლის ნოემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“).
სიმღერა 45 და ლოცვა.
26 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 93
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე ყველას, ჩააბარონ ივნისის ანგარიშები. განიხილე ივლისში შესათავაზებელი ლიტერატურა. აჩვენე დიდი ხნის წინათ გამოცემული ბროშურები, რომლებიც გაქვთ, და მოკლედ აღნიშნე თითოეულის დანიშნულება. კარგად მომზადებული ინსცენირებით აჩვენე, როგორ შეიძლება ერთ-ერთი მათგანის შეთავაზება მსახურების დროს.
17 წთ.: ‘იყავით გულუხვნი და გამზიარებელნი’. კითხვა-პასუხები. მოიხსენიე ოთხი მიზეზი, თუ „რატომ ვწირავთ“, რაც მოცემულია 1996 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 29, 30 (რუს.).
18 წთ.: „სამეფო დარბაზების მშენებლობის ახალი პროგრამა“. დანართის განხილვა კითხვა-პასუხებით.
სიმღერა 127 და ლოცვა.
3 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 46
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებელს, რომელმაც შესწავლა დაიწყო ბროშურით „რას მოითხოვს“, სთხოვე მოყვეს, თუ როგორ შეძლო ამის გაკეთება.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: ბიბლიური პრინციპების გამოყენება ოჯახური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. განიხილავს ორი ძმა მე-6 გვერდზე, ჩარჩოში მოცემულ რვა პუნქტზე დაფუძნებით. ახსენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს იმის გაგებაში, რომ ოჯახური ბედნიერების საწინდარია ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპების გაგება და გამოყენება. ინსცენირებით აჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება ბროშურიდან „რას მოითხოვს“ მე-8 გაკვეთილზე დაყრდნობით. ოჯახები, რომლებიც ეხმაურებიან ბიბლიურ რჩევებს, უფრო მტკიცდებიან და მეტ სიხარულს განიცდიან სიყვარულისა და ერთიანობის მტკიცე კავშირებით. მოყევით შემთხვევა წიგნიდან „ოჯახური ბედნიერება“, მე-13 თავი, 1-ლი, 21-ე და 22-ე აბზაცები.
სიმღერა 51 და ლოცვა.