თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2004 წლის 30 აგვისტოთი დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2004 წლის 5 ივლისით დაწყებული კვირიდან 30 აგვისტოთი დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 36, 37].
სწავლებისა და მეტყველების გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა
1. როგორ შეგვიძლია ვესაუბროთ ხალხს ჩვენი იმედის შესახებ „რბილად და ღრმა პატივისცემით“? (1 პეტ. 3:15, აქ) [be, გვ. 192, აბზ. 5—7].
2. რატომ არის მნიშვნელოვანი, ვილაპარაკოთ დამაჯერებლად? (რომ. 8:38, 39; 1 თეს. 1:5; 1 პეტ. 5:12) [be, გვ. 194].
3. რაში გამოიხატება დამაჯერებლობა? [be, გვ. 195, აბზ. 3—გვ. 196, აბზ. 4].
4. რა არის ტაქტი, რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ შეგვიძლია ეს თვისება გავაწონასწოროთ სიმტკიცესთან? (რომ. 12:18) [be, გვ. 197].
5. რაზე დაფიქრდება ტაქტიანი პიროვნება, სანამ რამეს იტყვის? (იგავ. 25:11; იოან. 16:12) [be, გვ. 199].
დავალება №1
6. როგორ შეიძლება ჩვენს საუბრებში და ბიბლიის შესწავლის ჩვევებში აირეკლოს, თუ რამდენად წინ წავიწიეთ ჭეშმარიტებაში? [be, გვ. 74, აბზ. 3—გვ. 75, აბზ. 2].
7. რას ნიშნავს ‘ჟამის მოვაჭრება’, და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? (ეფეს. 5:16) [w 15.11.02, გვ. 22, 23].
8. როგორ გვანახვებს ნათლად საღვთო წერილი, რომ ღვთისთვის ყველა ადამიანი თანაბარია, და რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს მსახურებაზე? [w 01.01.02, გვ. 5, 7].
9. რას ნიშნავს შემოქმედის უნიკალური სახელი, იეჰოვა? [w 15.01.02, გვ. 5].
10. რატომ იყო აბელის მსხვერპლი „უკეთესი“ ვიდრე კაენის, და რისი სწავლა შეგვიძლია ჩვენს „ქების მსხვერპლთან“ დაკავშირებით? (ებრ. 11:4; 13:15) [w 15.01.02, გვ. 21, 22, აბზ. 6—8].
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. როგორ დაგვეხმარება ლევიანების 18:3, რომ მოვერიდოთ დამახინჯებულ შეხედულებებს სწორსა და არასწორზე (ლევ. 18:3; ეფეს. 4:17—19) [w 01.02.02, გვ. 29].
12. რა იყო წინასწარმეტყველურად წარმოდგენილი „ორი პურით“, რომელიც უნდა შეეწირა მღვდელმთავარს „შესარხევ ძღვნად“ შვიდეულის დღესასწაულზე (ორმოცდამეათე დღის დღესასწაული) (ლევ. 23:15—17) [w 01.03.98, გვ. 13, აბზ. 21].
13. რა გაგებით „დაუდამბლავდებოდა საზარდული“ ქალს მრუშობისთვის, რის შესახებაც მოხსენიებულია რიცხვნის მე-5 თავში? (რიცხ. 5:27) [w 01.11.84, გვ. 21 (რუს.)].
14. რატომ კიცხავდნენ მირიამი და აარონი მოსეს ქუშელი ცოლის გამო? (რიცხ. 12:1).
15. რა იყო „უფლის ბრძოლების წიგნი“? (რიცხ. 21:14).