შეთავაზების ნიმუშები
„უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხები“
მისალმების შემდეგ მობინადრეს გაუწოდე ბუკლეტი ისე, რომ მან შეძლოს სათაურის წაკითხვა და უთხარი: „ჩვენ მსოფლიო კამპანიაში ვიღებთ მონაწილეობას და ვავრცელებთ მეტად მნიშვნელოვან ცნობას. ინებეთ, ეს თქვენი პირადი ეგზემპლარია“.
იმ შემთხვევაში თუ მობინადრეს, რომელიც სახლში არ გხვდება, უტოვებ ბუკლეტს, ის სხვებისთვის შეუმჩნეველ ადგილზე დადე. კარგი იქნება, თუ ზედმეტად არ გადაკეცავ ბუკლეტს.
თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს ან საუბრის სურვილს გამოთქვამს, ჰკითხე, რას ფიქრობს პირველ გვერდზე მოცემულ კითხვაზე. გადაუშალე ბუკლეტი და აჩვენე, თუ რა წერია ფსალმუნის 119:144, 160-ში; აუხსენი, რომ ამ ბუკლეტში მოცემულია ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ის ბიბლიიდან დამაკმაყოფილებელ პასუხებს მიიღებს. შეგიძლია უჩვენო ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“. წამოსვლამდე ყურადღება გაუმახვილე ბუკლეტის ბოლო გვერდზე მოცემულ სამ კითხვაზე და გაიგე, ყველაზე მეტად რომელ მათგანზე ისურვებდა პასუხის მიღებას. უთხარი, რომ კიდევ შეუვლი და ანახვებ, თუ როგორ შეიძლება მისთვის საინტერესო კითხვაზე ვებ-გვერდის jw.org მეშვეობით ბიბლიური პასუხის გაგება. როდესაც განმეორებით მიაკითხავ, პასუხი უჩვენე ვებ-გვერდიდან ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე.
საგუშაგო კოშკი 1 აგვისტო
უქმეებზე ბუკლეტთან ერთად ხელსაყრელ სიტუაციაში მობინადრეს შესთავაზე „საგუშაგო კოშკი“ და უთხარი: «ბუკლეტთან ერთად, გვსურს, თვის მიმდინარე ნომრებიც გადმოგცეთ. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში პასუხი ეცემა შეკითხვას „შესტკივა ღმერთს გული თქვენზე?“».
გამოიღვიძეთ! აგვისტო
უქმეებზე ბუკლეტთან ერთად ხელსაყრელ სიტუაციაში მობინადრეს შესთავაზე „გამოიღვიძეთ!“ და უთხარი: «ბუკლეტთან ერთად, გვსურს, თვის მიმდინარე ნომრებიც გადმოგცეთ. „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში პასუხი ეცემა შეკითხვას „როგორ აღვადგინოთ მშვიდობა?“».