11 აგვისტოთი დაწყებული კვირის გეგმა
11 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 71 და ლოცვა
კრების ბიბლიის შესწავლა:
cl თავი 11 ¶9—16 (30 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: რიცხვები 7—9 (10 წთ.)
№ 1: რიცხვები 9:9—23 (4 წთ. ან ნაკლები)
№ 2: ექნება ადამიანს გარანტირებული სამუდამო ხსნა, თუ ქრისტეს იწამებს? (rs გვ. 425 ¶1—4) (5 წთ.)
№ 3: ნოე — ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“ (w13 4/1, გვ. 12—15) (5 წთ.)
სამსახურებრივი შეხვედრა:
5 წთ.: „1914—2014: სამეფოს მმართველობის 100 წელი!“ განხილვა. ვინმეს წააკითხე ამ გვერდის თავში მოცემული აბზაცი. მიმდინარე თვის განმავლობაში სამსახურებრივ შეხვედრებზე წარმოსადგენ თემებში მთელი ყურადღება გადატანილი იქნება ღვთის სამეფოზე. მოიხსენიე, რა დამატებითი შეხვედრები იგეგმება სამქადაგებლო მსახურებისთვის აგვისტოს განმავლობაში.
10 წთ.: „იხელმძღვანელე ახალი ბუკლეტით, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდს ფართო მასებს აცნობს“. განიხილე ბუკლეტის შინაარსი. წარმოადგინე ინსცენირება, სადაც მაუწყებელი მობინადრეს სთავაზობს ბუკლეტს და შემდეგ პორტატიული ელექტრონული მოწყობილობით აჩვენებს ჩვენს ვებ-გვერდს jw.org.
15 წთ.: „დავიხვეწოთ ქადაგებაში — გაბედულად ისაუბრე სამეფოს შესახებ“. განხილვა. ინსცენირებას წარმოადგენს ორი მაუწყებელი ქვემოთ მოცემული ნიმუშის მიხედვით. მაუწყებელი მაღაზიაში სალაროსთან რიგში დგას. მის გვერდით მდგომი ადამიანი უახლეს პრესას ეცნობა და ასეთ რამეს ამბობს: „როგორ აირია მსოფლიო. რომ ჰკითხო, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო უარესდება“. მაუწყებელი თავისთვის ამბობს: „რაღაც უნდა ვთქვა. აუცილებლად უნდა დაველაპარაკო ღვთის სამეფოს შესახებ“. იგი გვერდით მდგომს მიმართავს: „იცით, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუმცა ხელთ მაქვს საინტერესო ბუკლეტი ერთი ვებ-გვერდის შესახებ, რომელიც ბევრს დაეხმარა ცხოვრების უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების მიღებაში; თუ გსურთ, გაეცანით“. მაუწყებელი მოსაუბრეს ბუკლეტში მოცემული აზრებიდან ერთ-ერთზე უმახვილებს ყურადღებას; მოსაუბრე ინტერესს იჩენს.
სიმღერა 92 და ლოცვა