იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
„დააღო პირი მიწამ და შთანთქა მდინარე“
მთელი ისტორიის მანძილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ დახმარებიან იეჰოვას ხალხს (ეზრ. 6:1—12; ესთ. 8:10—13). თანამედროვე დროშიც „მიწა“ ანუ ქვეყნიერების შედარებით საღად მოაზროვნე ნაწილი შთანთქავს ხოლმე დევნის „მდინარეს“, რასაც „დრაკონი“, სატანა ეშმაკი იწვევს (გამოცხ. 12:16). „ჩვენი მხსნელი ღმერთი“, იეჰოვა, ზოგჯერ მთავრობის წარმომადგენლებს აღძრავს, რომ მის ხალხს მდგომარეობა შეუმსუბუქონ (ფსალმ. 68:20; იგავ. 21:1).
თქვენც ხომ არ ხართ დაპატიმრებული რწმენის გამო? ნურასოდეს შეგეპარებათ ეჭვი, რომ იეჰოვა ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება (დაბ. 39:21—23; ფსალმ. 105:17—20). დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი რწმენა დაჯილდოვდება და თქვენი ერთგულების მაგალითი მთელ მსოფლიოში უამრავ და-ძმას გაამხნევებს! (ფილ. 1:12—14; გამოცხ. 2:10).
უყურე ვიდეორგოლს „კორეელი ძმები ციხიდან გაათავისუფლეს“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
რატომ იყო სამხრეთ კორეაში ათასობით ძმა წლების მანძილზე დაპატიმრებული?
რომელი სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე გათავისუფლდა ვადაზე ადრე ზოგი ძმა?
როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ და-ძმებს, რომლებიც ამჟამად რწმენის გამო პატიმრობაში იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყანაში?
როგორ უნდა გამოვიყენოთ თავისუფლება, რომელიც დღეს გვაქვს?
ვისი დამსახურებაა ნებისმიერი გამარჯვება, რაც კი სასამართლოებში მოგვიპოვებია?