ლონდონის „გლობუსის“ დაბრუნება
„გამოიღვიძეთ“-ის კორესპონდენტისგან ბრიტანეთში
„გლობუსი“, თეატრი, სადაც უილიამ შექსპირის პიესები იდგმებოდა, აღდგენილ იქნა თავისი პირვანდელი ადგილის მახლობლად, საუთვორკში, ლონდონის მდინარე ტემზას სამხრეთ სანაპიროზე. 1599 წელს პირველად დაარსებული, ეს ოვალური, 20-წახნაგიანი შენობა ტურისტების მიზიდვის მთავარი საგანია.
ლონდონის თეატრების დაარსებამდე ცხოველების ბრძოლით ერთობოდნენ. ძაღლები, რომლებსაც მაყურებელი შეძახილებით აქეზებდა, ბოძზე დაბმულ ცხოველს აწამებდნენ. ეს უკანასკნელი ბოძის ირგვლივ დარბოდა. ეს თეატრებამდელ არენაზე ხდებოდა, რომელსაც გარშემორტყმული ჰქონდა იარუსები. ცხოველები არენის ცენტრში იყვნენ დაბმული, რომელიც მოგვიანებით თეატრის სცენა გახდა.
მალევე, ამის შემდეგ, წარმოდგენები პოპულარული გახდა და ლონდონში ახალი თეატრები აშენდა. ათასები ესწრებოდნენ მათ ყოველდღე. ქალაქის ლორდ-მერებმა სცადეს აეკრძალათ წარმოდგენები, რომელთა აზრითაც ისინი მკრეხელური და უღვთო იყო. დამსაქმებლები ჩიოდნენ იმის გამო, რომ, წარმოდგენები დღის ორ საათზე იწყებოდა და მუშაობას წყვეტდა ხალხი. მაგრამ თეატრი დედოფალმა ელისაბედ I-მა, ამ თეატრის მფარველმა, დაიცვა. დედოფლის საიდუმლო საბჭომ დაიცვა ისინი იმის გარანტიით, რომ გამოცდილი მსახიობები შეძლებდნენ დედოფლის გართობას. შექსპირის დასს სამეფო კარზე წარმოდგენების გასამართად სხვა დასებთან შედარებით უფრო ხშირად ირჩევდნენ.
შექსპირმა „ჰენრი მეხუთე“ იმ წელს დაწერა, როცა „გლობუსი“ გაიხსნა. ამიტომ მისი დადგმა შექსპირის ახალი თეატრის პირველი სეზონისთვის ლოგიკური იყო.
ახალ „გლობუსში“
სანამ სამსაათიანი სპეკტაკლის სანახავად შევიდოდით, ღრუბლები მოვათვალიერეთ და იმედი მოგვეცა, რომ არ იწვიმებდა, რადგანაც ქოლგის შეტანა ნება დართული არ არის, ფეხზემდგომი მაყურებლისთვის განკუთვნილ ადგილს კი სახურავი არა აქვს. სცენა 30 მეტრის არის. მის ირგვლივ იარუსის სამი წყებაა, რომელიც დაახლოებით 1 000 ადამიანს იტევს. მაგრამ ჩვენ იმ 500 მაყურებელს შორის ვართ, რომლებიც სცენის წინ დგანან. თუ გადაიჭედებოდა, ძველი თეატრი 3 000 კაცს იტევდა. რაც დღეს უსაფრთხოების მიზნით ნებადართული არ არის.
მაყურებელთა დარბაზის ოვალური ფორმის სახურავი ქიმიურად ხანძარსაწინააღმდეგოა. დაცვისთვის სახანძრო დაფა და წყლის შეპკურების სისტემაა. პირველი „გლობუსი“ 1613 წელს დაინგრა, როდესაც ზარბაზნის ნაპერწკალმა სცენიდან გადაწვა მისი სახურავი.
ფეხზემდგომ მაყურებელს უფლება აქვს სცენის ირგვლივ იაროს და დაეყრდნოს კიდეც მას. ოთხასი წლის წინ დაუდგრომელი ბრბო ჭამდა და სვამდა სპეკტაკლის მსვლელობისას და ჩხუბიც ხშირად ტყდებოდა მათ შორის. კრიტიკული განწყობილებით ისინი სტვენით ან მძლავრი ტაშით აწყვეტინებდნენ წარმოდგენას. იმდროინდელი ერთი მწერალი მათ „ხროვებად შეგროვილ უნამუსოებადაც“ კი მოიხსენიებს.
დღევანდელი „გლობუსი“ ძირითადად მუხისგან არის აშენებული. მის გადაბმაში გამოყენებულია 6000-მდე მუხის სოლი. 1987 წლის ოქტომბერში ურაგანისგან ათასობით ხის ძირფესვიანად ამოგლეჯის შემდეგ, მუხა ადვილი საშოვარი იყო. მაგრამ ძნელი იყო 13-მეტრიანი კოჭის პოვნა, რომელიც ავანსცენის ჩარდახს იჭერდა. დიდი ძებნის შემდეგ შესაფერისი, 20-მეტრიანი ხე, იპოვეს ლონდონის დასავლეთით, დაახლოებით 150 კილომეტრით დაშორებით.
ჩარდახის ბურჯები მარმარილოსავით გამოიყურება. მაგრამ სინამდვილეში ისინი ხისგან არის გაკეთებული, ზუსტად ისე როგორც ძველ „გლობუსში“. ერთი თაყვანისმცემელი ამბობს, რომ „ისე ჩინებულად იყო შეღებილი, მარმარილოს მიმსგავსებული, რომ მარმარილოს გამოცდილი დამმუშავებელიც ვერ მიხვდება მის სიყალბეს“.
ახლა ადგილები შევსებულია. თეატრის სცენის ირგვლივ პარტერში მყოფი მაყურებლები არიან შეჯგუფებულნი, მაშინ, როცა სხვები სცენის ხის კედლებზე არიან მიყრდნობილი. გაისმის მუსიკა, ხმაური მცირდება. შუასაუკუნეების ტანსაცმელში გამოწყობილი, სცენის მაღლა მდებარე ლოჟაში მსხდომი ექვსი მუსიკოსი შექსპირის დროინდელ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე: საყვირებზე, კორნეტებზე და დასარტყმელ მუსიკალურ საკრავებზე უკრავს.
სპექტაკლი
როცა მუსიკა ძლიერდება, მსახიობები ჩნდებიან და მუსიკის რიტმთან შეწყობით ძლიერად იწყებენ თავინთი გრძელი ჯოხების სცენაზე რტყმას. ფეხზე მდგომი მაყურებელიც უერთდება ფეხების ბაკუნით. უცბად ბრაგაბრუგი წყდება. ერთმა მსახიობმა მოკლე პროლოგით თეატრალური სურათი დახატა. ყველა მოლოდინშია. უცბად სცენაზე ორი წითელმოსასხამიანი გამოდის — კენტერბერის არქიეპისკოპოსი და ელის ეპისკოპოსი. სპექტაკლი იწყება, და წარმოდგენის მსვლელობისას ეკლესიის ორპირობა და ხრიკები ინგლისის მეფე ჰენრი მეხუთესთან საბოლოოდ კულმინაციას აღწევს საფრანგეთის დამარცხებაში სისხლიან აზინქორთის ველებზე.
მალე სამეფო ტახტს დგამენ და ვხედავთ მეფე ჰენრი საუბრობს თავის სამ კარისკაცთან. სცენაზე მეფის კარის წერმომადგენლები არიან, ჩვენ ვტკბებით შუასაუკუნეების ტანსაცმლით. მაგრამ მსახიობთა დასში არის რაღაც უცნაური, რასაც ჩვენ არ შეგვიძლია ჩავწვდეთ. ვამოწმებთ ჩვენს პროგრამას. დიახ, რა თქმა უნდა, ყველა მსახიობი კაცია! ელისაბედის დროინდელ წარმოდგენაში ქალები არ თამაშობდნენ. როგორც ისტორიკოსმა ჯ. მ. ტრეველიანმა აღწერა, ბიჭებს „ბავშობიდანვე წვრთნიდნენ, ქალის როლი კეთილშობილურად, სილაღითა და ოსტატობით, რომ შეესრულებინათ“. ისინი დღესაც ასე აკეთებენ.
ტაშისცემა წყდება და გარეთ გამოვდივართ. ვტრიალდებით, რათა ერთხელ კიდევ თვალი შევავლოთ „გლობუსს“; მის ოქროსფერ ჩალის სახურავს, როგორც მუხის სვეტებს ჭაღარა შეჰპარვია. ეს საუკეთესო შემთხვევა იყო, რომელმაც დაახლოებით 400 წლის წინანდელ ცხოვრებაში დაგვაბრუნა.
შემდეგ შექსპირის „გლობუსის“ გამოფენას ვათვალიერებთ. შექსპირის სახელი ყველგან თვალში გვხვდება. გამოფენის დათვალიერებისას, ვფიქრობთ, თუ სინამდვილეში ვინ იყო უილიამ შექსპირი? უილიამ შექსპირის გამოუცნობი პიროვნების შესახებ ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ ერთ-ერთ ნომერში იქნება საუბარი.
[სურათი 16 გვერდზე]
პირვანდელი „გლობუსის“ ნახატი.
[საავტორო უფლება]
From the book The Comprehensive History of England, Volume II
[სურათები 17 გვერდზე]
დღევანდელი „გლობუსი“.
[საავტორო უფლება]
John Tramper
Richard Kalina