ყურადღებიანები იყავით გართობის ამორჩევისას
როგორ გავლენას ახდენს გართობა ბავშვებზე? პედაგოგი და ექიმი ელვინ პუსენი, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის 30-ზე მეტი წლის სტაჟი აქვს, დარწმუნებულია, რომ სექსისა და ძალადობის შესახებ კინოფილმების ყურება ბავშვებს ასწავლის, რომ ასეთი საქციელი ნორმალურია. მან სხვა საშიშროებაზეც გაამახვილა ყურადღება: „მინახავს, როგორი შეშინებულები ან უკიდურესად აგრესიულები ბრუნდებიან ბავშვები სახლში ასეთი კინოფილმების ყურების შემდეგ. სხვებიც მინახავს, როგორ უბრუნდებიან პატარაობას, დედის კალთას ეკრობიან, ცერა თითს წუწნიან ან ლოგინში იფსავენ“. ამ ექიმის სიტყვების თანახმად, სპეციალისტები ასახელებენ სხვა მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება ასეთი შედეგები გამოიწვიოს; ძალადობა და სექსუალური უზნეობა ან ომის ზონაში ცხოვრება მათგან მხოლოდ ზოგიერთია. „არც ერთი ჩვენგანი არ ისურვებდა შვილისთვის ასეთ რამეს, — ამბობს ის, — მაგრამ არ ვუშლით მათ კინოფილმების ყურებას იმის შესახებ, რაც თავზარს დაგვცემდა, მხოლოდ ეკრანზე რომ არ ყოფილიყო“.
ქრისტიანებს საფუძვლიანი მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ ყურადღებიანები იყვნენ და დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ არჩეული გართობა ბიბლიურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება. მაგალითად, ფსალმუნის 10:5-ში ნათქვამია: „უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“. ქრისტიანი მოციქული პავლეც წერდა: „მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურობა, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება. . . განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა“ (კოლასელთა 3:5, 8).
ამიტომ მშობლები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მათ მიერ ბავშვებისთვის — და თავიანთთვის — არჩეული გართობა ხელს არ უწყობდეს ‘ხორცის საქმეებს’ (გალატელთა 5:19–21). ისინი ყურადღებიანები უნდა იყვნენ და ითვალისწინებდნენ, თუ რით ერთობიან და რამდენ დროს უთმობენ მას (ეფესელთა 5:15–17).