ადადა
ქალაქი, რომელიც თავდაპირველად იუდას ტომისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში ედომის საზღვართან მდებარეობდა (იეს. 15:22). სეპტუაგინტის ვატიკანური ხელნაწერი №1209 ამ ქალაქს არუელად მოიხსენიებს. ამ მიზეზით, აგრეთვე 1 სამუელის 30:28-ის საფუძველზე, ზოგი ბიბლეისტი მას იუდაში მდებარე ქალაქ აროერთან აიგივებს (იხ. აროერი №3).