ახინოამი
[ძმა ნეტარებაა].
1. მეფე საულის ცოლი; ახიმააცის ასული და, როგორც ჩანს, იონათანის დედა (1სმ. 14:49, 50).
2. დავითის ცოლი ქალაქ იზრეელიდან (1სმ. 25:43; 2სმ. 2:2); ის დავითთან ერთად იყო, როცა მან ფილისტიმელთა მიწას შეაფარა თავი. ციკლაგში ამალეკელმა მოთარეშეებმა ახინოამი ტყვედ წაიყვანეს, თუმცა დავითმა ის უვნებელი დაიბრუნა (1სმ. 27:3; 30:5, 18). მოგვიანებით, როცა ხებრონში ცხოვრობდნენ, ის გახდა დავითის პირმშოს, ამნონის დედა (2სმ. 3:2; 1მტ. 3:1).