დავითის ცხოვრება
დავითი, იესეს ვაჟი, გამორჩეული მუსიკოსი, პოეტი, მეომარი და სახელმწიფო მოღვაწე იყო. თუმცა ბიბლიაში დავითს დიდი ყურადღება, ძირითადად, ღმერთთან ახლო ურთიერთობის გამო ექცევა. იეჰოვა მას „გულით სასურველ კაცს“ უწოდებდა (სქ. 13:22; 1სმ. 13:14).
დავითი ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწყემსი იყო, როცა ღმერთმა ისრაელის მომავალ მეფედ აირჩია. ამის შემდეგ მალევე იეჰოვაზე სრულად მინდობილი დავითი გაბედულად დაუპირისპირდა ფილისტიმელ ბუმბერაზს, გოლიათს და მოკლა, როგორც სურათიდან ჩანს. მაგრამ მეფე საულს შეშურდა დავითის, რომელიც უფრო და უფრო იხვეჭდა სახელს. ამის გამო დავითს გაქცევა მოუწია. დევნილობის რთულ პერიოდში დავითმა გულში ჩამწვდომი არაერთი ფსალმუნი დაწერა, რომლებიც დღესაც ანუგეშებს ბიბლიის მკითხველთ.
გამეფებისა და თავისი ტახტის განმტკიცების შემდეგ დავითმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერის ისტორიაში: ისრაელის ტერიტორია ღვთის მიერ აღთქმულ საზღვრებამდე გააფართოვა; შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადაიტანა; შეადგინა იეჰოვას დიდებული ტაძრის მშენებლობის გეგმა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ღმერთმა შეთანხმება დაუდო დავითს და დაჰპირდა, რომ მისი საგვარეულოდან მარადიულ მმართველს მოავლენდა (2სმ. 7:12—16). ეს შეთანხმება მიანიშნებდა დედამიწაზე იესო ქრისტეს მმართველობაზე (რმ. 1:3; ლკ. 1:32).
[ცხრილი⁄რუკა] ბიბლიური მუხლებით
ადულამი 1სმ. 22:1—5
ბეთლემი 1სმ. 16:1—13, 18, 19
ქარმელი 1სმ. 25:2—42
ელაჰი (ველი) 1სმ. 17:2—52
ენ-გედი 1სმ. 24:1—22
გათი 1სმ. 17:4, 52; 21:10—15; 27:2—4
გიბა 1სმ. 22:6—18
ხორეში 1სმ. 23:15—18
იერუსალიმი 1სმ. 17:54
კეილა 1სმ. 23:1—13
მაონი 1სმ. 23:24—28; 25:2
მოაბი 1სმ. 22:3, 4
ნობი 1სმ. 21:1—9; 22:18, 19
ფარანი (უდაბნო) 1სმ. 25:1
რამა 1სმ. 19:18—24; 28:3
ციკლაგი 1სმ. 27:5—28:2; 30:1—8, 26; 2სმ. 1:1—16
ზიფი (უდაბნო) 1სმ. 23:14, 15, 19—24; 26:1—25
რუკაზე მითითებული ადგილები ბიბლიური მუხლებით
აბელ-ბეთ-მააქა 2სმ. 20:14—22
ამონი 2სმ. 10:1—14; 12:26—31
ბაალე–იუდა 2სმ. 6:2—4
ბაალ-ფერაციმი 1მტ. 14:8—12
ბახურიმი 2სმ. 3:13—16; 16:5—13
ბეთლემი 1მტ. 11:16—19
გათი 1მტ. 18:1; 20:5—8
გება 2სმ. 5:22—25
გეზერი 2სმ. 5:22—25
გაბაონი 2სმ. 2:12—17; 20:8—10
გილბოა (მთა) 1მტ. 10:1—6
ხებრონი 2სმ. 2:1—4, 11; 3:2—5, 12, 20—27, 32; 4:8—12; 5:1—5; 15:7—10; 1მტ. 12:23—40
იერუსალიმი 2სმ. 5:5—10, 13—16; 11:1—12:14; 15:13—17; 1მტ. 15:1—17:27; 21:16—28
ლო–დებარი 2სმ. 9:1—5
მააქა 2სმ. 10:6—8
მახანაიმი 2სმ. 2:8—10; 17:24—29
მოაბი 1მტ. 18:2
რაბა 2სმ. 11:1, 14—25; 12:26—31
როგელიმი 2სმ. 19:31, 32
თეკოა 2სმ. 14:1—4
ციკლაგი 2სმ. 1:1—16
[სურათი]
იუდას უდაბნო; ასეთ ადგილებში დავითი გამოქვაბულებსა და ნაპრალებში ემალებოდა მეფე საულს
[სურათი]
ქუჩა ძველ ქალაქ ხებრონში, სადაც იუდასტომელებმა დავითი მეფედ სცხეს
[სურათი]
დავითის ქალაქი დღეს (ტაძრის მთის სამხრეთით); აქედან დავითი 33 წელიწადს მმართველობდა