ბიგვაი
1. „ბიგვაის ძეების“, დაახლოებით 2 000 კაცის წინაპარი, რომლებიც ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდნენ იერუსალიმში (ეზრ. 2:1, 2, 14; ნემ. 7:19). მოგვიანებით, ძვ. წ. 468 წელს, მის შთამომავალთაგან ბევრი წამოვიდა ბაბილონიდან ეზრასთან ერთად (ეზრ. 8:1, 14).
2. ზერუბაბელთან ერთად ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებულთა შორის მოხსენიებული კაცი (ეზრ. 2:1, 2; ნემ. 7:7).
3. ამ სახელით წოდებულმა კაცმა ან №1 ბიგვაის საგვარეულოს წარმომადგენელმა ბეჭდის დასმით დაადასტურა „მტკიცე შეთანხმება“ ნეემიას დროს (ნემ. 9:38; 10:1, 16).