ზაბუდი
[დაჯილდოებული].
1. მღვდელი და მეფე სოლომონის მრჩეველი; ნათანის ვაჟი (1მფ. 4:5). სავსებით შესაძლებელია, რომ ზაბუდის მამა, ნათანი, ნათან წინასწარმეტყველი, მეფე დავითის უახლოესი მრჩეველი იყო (2სმ. 7:3; 12:1).
2. ბიგვაის ძეთა ორი თავკაციდან ერთ-ერთი. ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ძვ. წ. 468 წელს ეზრასთან ერთად გაემგზავრნენ იერუსალიმში (ეზრ. 8:1, 14).