სოლომონის კოლონადა
იოსებ ფლავიუსის ნაშრომების თანახმად, ეს კოლონადა თავდაპირველად სოლომონმა ააგო ტაძრის აღმოსავლეთით აღმართულ ხელოვნურ მიწაყრილზე. თუმცაღა ახ. წ. პირველ საუკუნეში არსებული კოლონადის აგება ჰეროდეს მიეწერება, რომელმაც ტაძარი აღადგინა („იუდეველთა სიძველენი“, წ. VIII, თ. 3, აბზ. 9; XX, 219—221 [ix, 7], ინგლ.; „იუდეველთა ომი“, I, 401 [xxi, 1]; V, 184—189 [v, 1], ინგლ.). ახ. წ. 32 წლის ზამთარში მიძღვნის დღესასწაულზე იესოს სოლომონის კოლონადაში შემოეხვივნენ იუდეველები და სთხოვეს, დაედასტურებინა, რომ ქრისტე იყო (ინ. 10:22—24). იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ მისი მოწაფეები ხშირად სტუმრობდნენ ამ ადგილს, სავარაუდოდ, ებრაელებთან ქადაგების მიზნით (სქ. 3:11; 5:12; იხ. სურათი, ტ. 2, გვ. 745).