მაქბენა
სახელი გვხვდება ხეცრონის ვაჟის, ქალების შთამომავლებს შორის, რომლებიც თავის ხარჭასთან, მააქასთან შეეძინა. მის ვაჟ შევას „მაქბენასა და გიბეას მამა“ ეწოდება (1მტ. 2:48, 49). ზოგი ბიბლეისტი აღნიშნავს, რომ ამ ჩამონათვალში მოხსენიებული სახელები ქალაქებსაც ერქვა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მაქბენა შესაძლოა იყო შევას მიერ დაფუძნებული ქალაქი.