შევა
1. [ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს გატოლებას, მოსწორებას] — მაქბენასა და გიბეას მამა; თუმცა შესაძლოა, მაქბენა და გიბეა ქალაქების სახელები იყო. მაშინ შევა ან ამ ქალაქების დამფუძნებელი იყო, ან იქ მცხოვრებთა წინაპარი. შევას მამა ქალები (ქელუბაი) ხეცრონის ხაზით იუდას სამი მთავარი საგვარეულოდან ერთ-ერთის მამამთავარი იყო (1მტ. 2:9, 48—50).
2. დავითის მდივანი (2სმ. 20:25; იხ. სერაია №2).