ქვაფენილი
მოკირწყლული ადგილი იერუსალიმში, სადაც რომაელი გამგებელი პონტიუს პილატე იესო ქრისტეს გასასამართლებლად სასამართლო ტახტზე დაჯდა (ინ. 19:13). ებრაულად ამ ადგილს გაბათას უწოდებდნენ. უცნობი წარმოშობის ეს ებრაული სიტყვა შესაძლოა ნიშნავდეს გორას, მაღლობს ან ღია ადგილს. ამ ადგილის ბერძნული სახელწოდება ლითოსტროტონ შესაძლოა მოზაიკურ ქვაფენილს აღნიშნავდეს.
ქვაფენილი, სადაც იესო პილატეს მიჰგვარეს, გამგებლის სასახლის კონტექსტშია მოხსენიებული (ინ. 19:1—13). შესაძლოა ეს ჰეროდე დიდის სასახლის წინ მდებარე ადგილი იყო. ზოგი მეცნიერი იმ აზრს ემხრობა, რომ ეს ადგილი ანტონიუსის კოშკთან ან ამავე კოშკის შიდა ეზოში მდებარეობდა, ტაძრის ჩრდ.-დას-ით. თუმცაღა ამ ქვაფენილის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია (იხ. ანტონიუსის კოშკი; გამგებლის სასახლე).