შეხვედრის კარავი
აღნიშნავს როგორც მოსეს კარავს (გმ. 33:7), ისე უდაბნოში აღმართულ წმინდა კარავს (გამ. 39:32, 40; 40:2, 6, 7, 22, 24, 26, 29, 30, 32, 34, 35). წმინდა კარვის აღმართვამდე საწმინდრის ფუნქციას დროებით მოსეს კარავი ასრულებდა, და ეს იმიტომ, რომ ღრუბელი, რომელიც იეჰოვას იქ ყოფნის სიმბოლო იყო, კარვის შესასვლელთან (სავარაუდოდ, მის წინ) ეშვებოდა, როცა მოსე კარავში შედიოდა და იეჰოვას ესაუბრებოდა. მას „შეხვედრის კარავი“ ალბათ იმიტომ ეწოდებოდა, რომ ხალხი იქ იეჰოვას აზრის გასაგებად მიდიოდა. ეს, ასე ვთქვათ, იეჰოვასთან შეხვედრის ადგილი იყო (გმ. 33:7—11). როგორც ჩანს, წმინდა კარავსაც ამიტომ ეწოდა შეხვედრის კარავი (იხ. კარავი №2).