თეოფილე
[ღვთისთვის საყვარელი, ღვთის მეგობარი]
ლუკამ ამ მამაკაცს მისწერა თავისი სახარება და მოციქულთა საქმეები (ლკ. 1:3, 4; სქ. 1:1). ლუკა მას ღრმად პატივცემულს უწოდებს, რაც შეიძლება თეოფილესადმი ლუკას დიდ პატივისცემაზე ან იმაზე მიანიშნებდეს, რომ ამ კაცს მაღალი მდგომარეობა ეკავა. როგორც ჩანს, თეოფილე ქრისტიანი იყო, რომელმაც იესო ქრისტესა და მისი მსახურების შესახებ ზეპირგადმოცემით ისწავლა. ლუკას წერილები ნამდვილად დაარწმუნებდა მას იმაში, რაც გადმოცემებით ჰქონდა გაგებული.