ზაბდი
[ზაბდიელის შემოკლებული ფორმა].
1. იუდას შთამომავალი ზერახელთა საგვარეულოდან; აქანის პაპა (იეს. 7:1, 17, 18).
2. იერუსალიმში მცხოვრები ბენიამინის საგვარეულოს თავკაცი; შიმეის ვაჟი ან შთამომავალი (1მტ. 8:1, 19—21, 28).
3. მეფე დავითის ვენახებში ღვინის მარაგის მეთვალყურე, შიფმითელი. თვითონ ვენახებს შიმეი მეთვალყურეობდა (1მტ. 27:27).
4. ლევიანი, ასაფის ვაჟი და მათანიას წინაპარი, რომელიც გადასახლების შემდეგ მგალობლებს ხელმძღვანელობდა (ნემ. 11:17). ზაბდი სხვა მონაკვეთში ზიქრად მოიხსენიება (1მტ. 9:15). სავარაუდოდ მას ზაქურიც ერქვა (1მტ. 25:2, 10; ნემ. 12:35).