სპეციალური ერთდღიანი კონგრესის გამეორება
ეს მასალა გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამის წინასწარი მიმოხილვისთვის და გამეორებისთვის 2005 სამსახურებრივ წელს. სტატია „სიახლე კონგრესის პროგრამების მიმოხილვაში“, რომელიც დანართის მე-4 გვერდზეა, ხსნის, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. გამეორების განმავლობაში დრო ისე უნდა განაწილდეს, რომ ყველა კითხვაზე იყოს გაცემული პასუხი. გამეორება ყურადღებას უნდა ამახვილებდეს, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ წარმოდგენილი ინფორმაცია.
დილის პროგრამა
1. რატომაა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი, რომ ვუსმინოთ იეჰოვას? რას ნიშნავს მოსმენა? („რატომ უნდა ვუსმინოთ იეჰოვას ხმას?“).
2. როგორ შეუძლიათ ოჯახებს, შეინარჩუნონ სულიერი საქმიანობის კარგი განრიგი? („ოჯახები, რომლებიც ყურადღებით უსმენენ ღვთის სიტყვას“).
3. როგორ ცდილობენ მაუწყებლები რაიონში, რომ გამოიყენონ არაფორმალური ქადაგების შესაძლებლობები? („ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“).
4. რა გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია გამაფრთხილებელი მაგალითიდან, რომელიც ებრაელთა მე-3 და მე-4 თავებშია მოცემული? როგორ გვესაუბრება დღეს იეჰოვა? („ღვთის მოსმენა გვიცავს“).
5. რა სარგებლობა მოგიტანა ნათლობის მოხსენებამ? („მიძღვნა და მონათვლა“).
ნაშუადღევის პროგრამა
6. რა ვიცით იესოს ახალგაზრდობის შესახებ და როგორ ჰბაძავენ მის მაგალითს ახალგაზრდები ჩვენს რაიონში? („როგორ ამაგრებს ღვთის სიტყვის ყურადღებით მოსმენა ახალგაზრდებს?“).
7. როგორ შეუძლიათ მშობლებს აღზარდონ ბავშვები იეჰოვას გზებით? („პატარები უსმენენ ღმერთს და სწავლობენ“).
8. რა სფეროებში უნდა ვუსმენდეთ იეჰოვას, მის ძეს და „ერთგულ და გონიერ მონას“? (მათ. 24:45). რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ასე მოვიქცეთ? („ყოველთვის ყურად იღეთ ღვთიური მითითებები“).