სარაიონო კონგრესის გამეორება
ეს მასალა გამოყენებულ უნდა იქნეს სარაიონო კონგრესის პროგრამის წინასწარი მიმოხილვისთვის და გამეორებისთვის 2005 სამსახურებრივ წელს. სტატია „სიახლე კონგრესის პროგრამების მიმოხილვაში“, რომელიც ამ დანართის მე-4 გვერდზეა, ხსნის, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. გამეორების განმავლობაში დრო ისე უნდა განაწილდეს, რომ ყველა კითხვაზე იყოს გაცემული პასუხი. გამეორება ყურადღებას უნდა ამახვილებდეს, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ წარმოდგენილი ინფორმაცია.
პირველი დღე, დილის [ან ნაშუადღევის] პროგრამა
1. რა დაგვეხმარება ღვთიური სიბრძნის შეძენაში?
2. რა ძალ-ღონეს ახმარენ მაუწყებლები რაიონში იმას, რომ სასიხარულო ცნობამ მიაღწიოს უფრო მეტ ადამიანამდე?
პირველი დღე, ნაშუადღევის [ან საღამოს] პროგრამა
3. რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანისთვის, რომ სულიერად წმინდა დარჩეს? რა მოგვეთხოვება ამის გასაკეთებლად?
4. როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მშვიდობას ძმებს შორის?
5. რა არის კეთილგონიერება და როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ის საკუთარი დროის გამოყენებისას?
6. რისი სწავლა შეგვიძლია საულისა და ნოეს მაგალითებიდან? როგორ შეგვიძლია ვუჩვენოთ, რომ ჩვენ ‘მორჩილებისთვის მზად ვართ’? (იაკ. 3:17).
7. როგორ შეუძლია ქრისტიანს დაიცვას თავი გაორებული ცხოვრებისგან?
8. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს მაგალითს, რომ გავაცხადოთ ღვთის სიბრძნე?
მეორე დღე, დილის პროგრამა
9. რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, როდესაც ვირჩევთ, თუ რით ვიყოთ დაკავებულები, და რა დაგვეხმარება ამის გაკეთებაში?
10. რა ძალისხმევას ახმარენ მაუწყებლები რაიონში, რათა დაესწრონ შეხვედრებს რეგულარულად, და რა სარგებლობას იღებენ ასეთი მოქმედებით?
11. როგორ შეუძლია ოჯახისთავებს თავიანთი ოჯახის წევრების განმტკიცება?
12. რაიონის რა მოთხოვნილებებზე იყო ყურადღება გამახვილებული?
მეორე დღე, ნაშუადღევის პროგრამა
13. როგორც საჯარო მოხსენებაში იყო მოხსენიებული, რა სამართლიანი საქმეები მოჰყვება ზემოდან მომავალ სიბრძნეს?
14. რატომ არის უგუნურება, რომ დავენდოთ საკუთარ თავს ან მათ, ვინც არ ხელმძღვანელობს ღვთიური სიბრძნით? რა მხარეებში გვესაჭიროება სიფხიზლე?
15. რა მახეებისგან გვიცავს ღვთიური სიბრძნე?
16. რატომ არის მნიშვნელოვანი იმ დარიგების გამოყენება, რომელიც სარაიონო კონგრესზე მივიღეთ?