დავიხვეწოთ ქადაგებაში — თავად წამოიწყე საუბარი და დაამოწმე არაფორმალურად
რატომ არის მნიშვნელოვანი. კარდაკარ მსახურების დროს ხშირად ბევრი სახლში არ გვხვდება. თუმცა ამ ადამიანების ნახვა შეგვიძლია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ექიმის მისაღებში, სამსახურსა და სასწავლებელში შესვენების დროს თუ სხვაგან. იეჰოვას ნებაა, რომ ყველამ მოისმინოს სამეფოს შესახებ ცნობა (1 ტიმ. 2:3, 4). ხშირად ქადაგება რომ შევძლოთ, თავად უნდა წამოვიწყოთ საუბარი.
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
მიზნად დაისახე, რომ კვირაში ერთხელ მაინც პირადი ინიციატივით წამოიწყო საუბარი და დაამოწმო არაფორმალურად.