ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ
არის ბიბლია თქვენთვის „სარკე“?
მოწაფე იაკობმა ბიბლია სარკეს შეადარა, რომელიც ჩვენი შინაგანი პიროვნების დანახვაში გვეხმარება (იაკ. 1:22–25). როგორ გამოვიყენოთ ეს „სარკე“ სწორად?
იკითხეთ ყურადღებით. თუ სარკეში საკუთარ თავს მხოლოდ თვალს შევავლებთ, შეიძლება რაღაც ნაკლი ვერ შევნიშნოთ. იმის დანახვა რომ შევძლოთ, რაში გვჭირდება გამოსწორება, უნდა ჩავუღრმავდეთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ აზრებს.
სხვების ნაცვლად საკუთარ თავს დააკვირდით. ზოგჯერ შეიძლება სარკეში სხვების ანარეკლიც დავინახოთ და მათი ნაკლი შევნიშნოთ. მსგავსად, ბიბლიის კითხვის დროს შეიძლება სხვების ნაკლოვანებებზე დავიწყოთ ფიქრი. თუმცა საკუთარ თავში ცვლილებების მოსახდენად ეს ნამდვილად არ გამოგვადგება.
იყავით რეალისტი. თუ „სარკეში“ ჩახედვის დროს ანუ ღვთის სიტყვის კითხვისას ზედმეტ ყურადღებას ვამახვილებთ საკუთარ ნაკლოვანებებზე, შეიძლება გული გაგვიტყდეს. ამიტომ გონიერება გვმართებს, რომ საკუთარ თავს იმაზე მეტი არ მოვთხოვოთ, ვიდრე იეჰოვა მოელის ჩვენგან (ფსალმ. 103:14).