ფილაქტერიონი
პატარა კოლოფი, რომელშიც კანონის ოთხ მონაკვეთს ინახავდნენ (გმ. 13:1—10, 11—16; კნ. 6:4—9; 11:13—21). იუდეველი მამაკაცები მას შუბლზე და მარცხენა მკლავზე იკეთებდნენ. მისი ტარების ჩვეულებაზე ერთ ენციკლოპედიაში აღნიშნულია: „ფილაქტერიონების ტარების შესახებ კანონები რაბინებმა ბიბლიის ოთხი მონაკვეთის საფუძველზე შეადგინეს (კნ. 6:8; 11:18; გმ. 13:9, 16). მიუხედავად იმისა, რომ სწავლულთა უმეტესობას პირდაპირი გაგებით ესმოდათ ეს მონაკვეთები ... რაბინები მიიჩნევდნენ, რომ ბიბლიაში მხოლოდ ზოგადი კანონი იყო მოცემული, მისი გამოყენება და განვრცობა კი ტრადიციასა და ვარაუდებზე იყო დამოკიდებული“ (The Jewish Encyclopedia, 1976, ტ. X, გვ. 21).
იესო ქრისტემ გაკიცხა მწიგნობრები და ფარისევლები, რადგან ფილაქტერიონებს იფართოებდნენ (მთ. 23:5, სქ.). როგორც ჩანს, მათ ამგვარად სურდათ ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ კანონის მოშურნეები და ზედმიწევნით დამცველები იყვნენ. იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ რელიგიური წინამძღოლები ამ კოლოფებს თილისმებად მიიჩნევდნენ. სინამდვილეში, ბერძნული სიტყვა ფილაკტერიონ უმთავრესად ნიშნავს ავანპოსტს, სიმაგრეს ან თავდასაცავ საშუალებას (იხ. შუბლსაკრავი).