ᲑᲔᲔᲠ-ᲔᲚᲘᲛᲘ
[ჭა დიდი ხეებისა] — ადგილი, რომელიც ესაიამ მოიხსენია მოაბისთვის გამოტანილი განაჩენის გამოცხადებისას (ეს. 15:8). ნაწინასწარმეტყველები განადგურების გამო მოთქმა-გოდება ეგლაიმსა და ბეერ–ელიმამდე მიაღწევდა. ადგილმდებარეობა უცნობია. ბევრი მეცნიერი ამ ადგილს რიცხვების 21:16-ში მოხსენიებულ ბეერთან აიგივებს (იხ. ᲑᲔᲔᲠᲘ №3).