-
აბირამიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
2. ბეთელელი ხიელის პირმშო; იესო ნავეს ძის 6:26-ში ჩაწერილია იესო ნავეს ძის ფიცი, რომელიც განადგურებულ ქალაქ იერიხონს ეხება. მან იწინასწარმეტყველა, რომ ქალაქის აღდგენა ამშენებელს პირმშოს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. აბირამის მამამ, ხიელმა, არაფრად ჩააგდო ეს ფიცი და დაახლოებით ხუთი საუკუნის შემდეგ, მეფე ახაბის მმართველობის დროს (დაახლ. ძვ. წ. 940—920), იერიხონს საძირკველი ჩაუყარა. მისი ვაჟი აბირამი, როგორც ჩანს, უდროოდ მოკვდა, რითაც შესრულდა ეს წინასწარმეტყველება და ისრაელის მეფეთა ისტორიაში ჩაიწერა (1მფ. 16:34).
-
-
წყევლაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
წყევლა არ უნდა აგვერიოს ბილწსიტყვაობაში; ის ყოველთვის არ გამოხატავს რისხვას, რაც გაბაონელების შემთხვევიდან ჩანს. ზემოხსენებულ მუხლებში გამოყენებულია ებრაული სიტყვა ʼარარ. ის 18-ჯერ გვხვდება კანონის 27:15—26-სა და 28:16—19-ში, სადაც ხალხის წინაშე წარმოთქმული არაერთი წყევლაა ჩაწერილი; აგრეთვე გვხვდება გამოსვლის 22:28-ში, იერემიას 11:3-ში, 17:5-სა და 48:10-ში ჩაწერილ მკაცრ გაფრთხილებებში. მისი მონათესავე სიტყვა მეʼერაჰ ხუთჯერ გვხვდება ებრაულ წერილებში (კნ. 28:20; იგ. 3:33; 28:27; მლ. 2:2; 3:9). ბიბლიაში ეს სიტყვები გამოხატავს მკაცრ გაფრთხილებას ან უბედურების წინასწარმეტყველებას. როცა წარმომთქმელი ღმერთია ან მისი წარმომადგენელი, ისინი წინასწარმეტყველების მნიშვნელობას იძენს და აუცილებლად სრულდება. იესო ნავეს ძემ დაწყევლა ის, ვინც აღადგენდა დანგრეულ იერიხონს. ეს წყევლა რამდენიმე საუკუნის შემდეგ შესრულდა (იეს. 6:26; 1მფ. 16:34). იეჰოვას არ მოეწონა, როცა მეფე ბალაკმა ბალაამს ისრაელის დაწყევლა სთხოვა და წყევლის ნაცვლად კურთხევა წარმოათქმევინა (რც. 22:6—24:25).
-
-
ხიელი [განთავსდება მოგვიანებით]წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ხიელი [განთავსდება მოგვიანებით]
-