-
იარაღი, საჭურველიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მომცრო ფარი (ებრ. მაგენ), როგორც წესი, მშვილდოსნებს დაჰქონდათ და მშვილდის მსგავსად ისიც მსუბუქ იარაღებს მიეკუთვნებოდა. მას იუდას მეფე ასას ჯარში მომსახურე ბენიამინელი მშვილდოსნები იყენებდნენ (2მტ. 14:8). ის მრგვალი იყო და მას დიდ ფარზე უფრო ხშირად ხმარობდნენ, სავარაუდოდ, ხელჩართულ ბრძოლებში. ებრაული ცინნაჰ და მაგენ ზომით საგრძნობლად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რაზეც მოწმობს სოლომონის დამზადებული ოქროს ფარები. პატარა ფარებთან შედარებით დიდი ფარების მოვარაყებას ოთხჯერ მეტი ოქრო სჭირდებოდა (1მფ. 10:16, 17; 2მტ. 9:15, 16). მაგენიცა და ცინნაჰიც სტანდარტული საომარი აღჭურვილობის შემადგენელი ნაწილი იყო (2მტ. 14:8; 17:17; 32:5).
-
-
ლიბანის ტყის სახლიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ამ სახლის დამთავრების შემდეგ სოლომონმა იქ დააწყო ოქროს შენადნობისგან გაკეთებული 200 დიდი ფარი, რომელთაგან თითოეული მოვარაყებული იყო 600 შეკელი ოქროთი (დ. $77 000) და ოქროს შენადნობისგან გაკეთებული 300 პატარა ფარი, რომელთაგან თითოეული მოვარაყებული იყო სამი მინა ოქროთი (დ. $19 300). ეს ნიშნავს, რომ ჯამში დიდი და პატარა ფარების ღირებულება 21 მილიონ დოლარს აჭარბებდა. ამასთან, ამ სახლში ოქროს ჭურჭელიც იყო, რომლის რაოდენობაც ბიბლიაში არ არის მოხსენიებული (1მფ. 10:16, 17, 21; 2მტ. 9:15, 16, 20). სოლომონის ვაჟის, რობოამის მმართველობის დროს ეგვიპტის მეფე შიშაკმა ოქროს ფარები წაიღო. რობოამმა მათ სანაცვლოდ სპილენძის ფარები გააკეთა და ისინი მალემსრბოლელთა ზედამხედველებს ანუ მეფის სასახლის შესასვლელის დარაჯებს ჩააბარა (1მფ. 14:25—28; 2მტ. 12:9—11).
-