ბანი
[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს შენებას].
1. ლევიანი მერარელთა ხაზიდან; წინაპარი ეთანისა, რომელიც დავითმა ტაძარში მსახურების შესასრულებლად დააყენა (1მტ. 6:31, 44, 46).
2. დავითის გადელი მხლებელი, ძლიერი ვაჟკაცი (2სმ. 23:36).
3. იუდას შთამომავალი ფერეცის ხაზით, რომლის შთამომავლებიც ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდნენ; საგვარეულოს თავკაცი (1მტ. 9:3, 4). შესაძლოა იგივე №4 და №5 ან №4 და №6.
4. საგვარეულოს თავკაცი, რომლის შთამომავლებიც, 600-ზე მეტნი, იერუსალიმში ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდნენ (ეზრ. 2:1, 10). ნეემიას 7:15-ში მოხსენიებულია როგორც ბინუი (იხ. №3).
5. საგვარეულოს თავკაცი, რომლის ექვსმა შთამომავალმაც ეზრას დროს უცხოელი ცოლები და ვაჟები გაუშვა. არა იგივე №6 (ეზრ. 10:29, 44; იხ. №3).
6. საგვარეულოს თავკაცი ისრაელში. სავარაუდოდ, მისმა თორმეტმა შთამომავალმა ეზრას დროს უცხოელი ცოლები და ვაჟები გაუშვა. არა იგივე №5 (ეზრ. 10:34, 44; იხ. №3).
7. ლევიანი, რომლის ვაჟი რეხუმიც ძვ. წ. 455 წელს იერუსალიმის გალავნის აღდგენაში მონაწილეობდა. შეადარეთ №8—10, 12 (ნემ. 3:17).
8. ლევიანი, ეზრას დამხმარე, რომელიც ხალხს ღვთის კანონს უკითხავდა და განუმარტავდა (ნემ. 8:7; 9:4, 5; იხ. №7).
9. ჩამონათვალში მეორე ბანი; ლევიანი, რომელიც ცოდვების სახალხოდ აღიარების დღეს კვარცხლბეკზე იდგა (ძვ. წ. 455) (ნემ. 9:4).
10. ლევიანი, რომლის შთამომავალმაც (ან თავად მან) ბეჭდის დასმით დაადასტურა ნეემიას დროს დადებული „მტკიცე შეთანხმება“ (ნემ. 9:38; 10:13).
11. ხალხის თავკაცი, რომლის შთამომავალმაც (ან თავად მან) ბეჭდის დასმით დაადასტურა „მტკიცე შეთანხმება“ (ნემ. 9:38; 10:14).
12. ლევიანი; ასაფის შთამომავალი, რომლის ვაჟი უზიც ნეემიას დროს იერუსალიმში ლევიანებს ზედამხედველობდა (ნემ. 11:22; იხ. №7).