ატერი
[დახურული, დაბრკოლებული].
1. ისრაელი კაცი, რომლის 98 შთამომავალი ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა ბაბილონის გადასახლებიდან (ეზრ. 2:1, 2, 16; ნემ. 7:21). ჩამონათვალში მათზე ნათქვამია: „ატერის ძეები ხიზკიას ძეთაგან — ოთხმოცდათვრამეტი“. ეს, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ატერის შთამომავლები იყვნენ, რომელიც თავის მხრივ ხიზკიას შთამომავალი იყო (თუმცა, სავარაუდოდ, არა იუდას მეფე ხიზკიასი) ან ისინი ატერის შთამომავლები იყვნენ ხიზკიას ხაზით. შესაძლოა, ატერის შთამომავალი იყო იმ ხალხის ერთ-ერთი მთავარი, რომლებმაც ნეემიას დროს ბეჭდის დასმით დაადასტურეს „მტკიცე შეთანხმება“ (ნემ. 9:38; 10:1, 17).
2. საგვარეულოს მამამთავარი; ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ტაძარში მომსახურე ლევიან „კარიბჭის მცველთა ძეებს“ შორის იყვნენ, რომლებიც ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდნენ ბაბილონიდან იერუსალიმში (ეზრ. 2:42; ნემ. 7:45).