47-ე გაკვეთილი
მზად ხართ ნათლობისთვის?
ბიბლიის შესწავლის დროს ბევრი რამ ისწავლეთ იეჰოვას შესახებ და შეიძლება ცხოვრებაში ცვლილებებიც კი მოახდინეთ. თუმცა შესაძლოა რაღაცის გამო თავს იკავებთ, რომ იეჰოვას თავი მიუძღვნათ და მოინათლოთ. ამ გაკვეთილში განვიხილავთ ზოგიერთ მიზეზს, რომელთა გამოც ბევრი ვერ დგამს ამ ნაბიჯს. იმაზეც ვიმსჯელებთ, თუ როგორ გადავლახოთ ეს სირთულეები.
1. დიდი ცოდნაა საჭირო მოსანათლად?
მონათვლამდე „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ უნდა მიიღოთ (1 ტიმოთე 2:4). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბიბლიურ კითხვაზე უნდა იცოდეთ პასუხი. დიდი ხნის მონათლული ქრისტიანებიც კი მუდმივად სწავლობენ და მეტ ცოდნას იძენენ ბიბლიიდან (კოლოსელები 1:9, 10). და მაინც, ბიბლიის ძირითადი მოძღვრებები უნდა გესმოდეთ. უხუცესები დაგეხმარებიან, განსაზღვროთ, გაქვთ თუ არა საკმარისი ცოდნა მოსანათლად.
2. რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ნათლობამდე?
ნათლობამდე საჭიროა, გაითვალისწინოთ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევა: „მოინანიეთ და მობრუნდით“ (წაიკითხეთ საქმეების 3:19). ასე რომ, გულწრფელად უნდა მოინანიოთ წარსულში ჩადენილი ცოდვები და იეჰოვას სთხოვოთ პატიება. გარდა ამისა, მტკიცედ უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი, არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ღვთისთვის საძულველია, და მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, ღვთის მოსაწონად იცხოვროთ. დაბოლოს, უნდა ჩაერთოთ კრების საქმეებში, ანუ დაესწროთ კრების შეხვედრებს, გახდეთ მოუნათლავი მაუწყებელი და სხვებთან ერთად იქადაგოთ.
3. რატომ არ უნდა დაგხიოთ უკან შიშმა?
ზოგი შიშობს, რომ ვერ შეუსრულებს იეჰოვას დაპირებულს. მართალია, ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების მსგავსად თქვენც დაუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან სრულყოფილებას არ ელის (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:13, 14). ის აფასებს თქვენს გულწრფელ მცდელობას და აუცილებლად დაგეხმარებათ. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ვერაფერი „ვერ ჩამოგვაშორებს . . . [მის] სიყვარულს“ (წაიკითხეთ რომაელების 8:38, 39).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, როგორ დაგეხმარებათ იეჰოვას უკეთ გაცნობა და მისი მხარდაჭერა, გადალახოთ ნებისმიერი სირთულე და მოინათლოთ.
4. უკეთ გაიცანით იეჰოვა
რამდენად კარგად უნდა იცნობდეთ იეჰოვას ნათლობამდე? ნათლობამდე აუცილებელია, ისე გაიცნოთ იეჰოვა, რომ შეიყვაროთ ის და მის მოსაწონად ცხოვრების სურვილი გაგიჩნდეთ. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, რა დაეხმარა ზოგ ბიბლიის შემსწავლელს ამაში. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა დაეხმარა ამ და-ძმებს, მომზადებულიყვნენ მოსანათლად?
წაიკითხეთ რომაელების 12:2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ეჭვი ხომ არ გეპარებათ ბიბლიის ზოგიერთ მოძღვრებაში ან ხომ არ ფიქრობთ, რომ იეჰოვას მოწმეები რაიმეში ცდებიან?
როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
5. როგორ გადავლახოთ სირთულეები
ყველა, ვისაც იეჰოვასთვის თავის მიძღვნა და ნათლობა სურს, სირთულეებს ხვდება. მაგალითისთვის ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რა დაბრკოლებები გადალახა ნარანგერელმა, რომ ღვთის მსახური გამხდარიყო?
როგორ დაეხმარა მას იეჰოვას სიყვარული, დაეძლია სირთულეები?
წაიკითხეთ იგავების 29:25 და 2 ტიმოთეს 1:7; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა გვაძლევს დაბრკოლებების გადალახვის ძალას?
6. იეჰოვას დახმარების იმედი გქონდეთ
იეჰოვა დაგეხმარებათ, მის მოსაწონად იცხოვროთ. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომ იკავებდა გრეისონი თავს ნათლობისგან?
რა დაეხმარა მას, უფრო მეტად მინდობოდა იეჰოვას?
წაიკითხეთ ესაიას 41:10, 13 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომ უნდა გჯეროდეთ, რომ შეძლებთ იეჰოვასთვის მიცემული პირობის შესრულებას?
7. მეტად დააფასეთ იეჰოვას სიყვარული
რაც მეტს იფიქრებთ იმაზე, თუ როგორ უყვარხართ იეჰოვას, მით უფრო მადლიერი იქნებით და სურვილი გექნებათ, მას მარადიულად ემსახუროთ. წაიკითხეთ ფსალმუნის 40:5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
განსაკუთრებით რისთვის ემადლიერებით იეჰოვას?
წინასწარმეტყველ იერემიას უყვარდა იეჰოვა და მისი სიტყვა. მისთვის დიდი პატივი იყო, რომ ღვთის სახელით იწოდებოდა. იერემიამ ასეთი სიტყვებით მიმართა იეჰოვას: „შენმა სიტყვამ გამამხიარულა და გამახარა, რადგან შენი სახელით ვიწოდები, იეჰოვა!“ (იერემია 15:16). უპასუხეთ ქვემოთ დასმულ კითხვებს:
რატომაა განსაკუთრებულად დიდი პატივი, იყო იეჰოვას მოწმე?
გსურთ, მოინათლოთ და გახდეთ იეჰოვას მოწმე?
არის რაიმე, რაც ხელს გიშლით ამაში?
თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოთ მოსანათლად?
ზოგი ამბობს: „ღვთისთვის მიცემული პირობის შესრულება ძალიან რთულია“.
თქვენ რას ფიქრობთ?
შეჯამება:
იეჰოვას დახმარებით ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ.
გასამეორებელი კითხვები:
რა უნდა იცოდეთ საიმისოდ, რომ მოინათლოთ?
რა ცვლილებების მოხდენა შეიძლება გახდეს საჭირო ნათლობამდე?
რატომ არ უნდა დაგხიოთ უკან შიშმა?
გაიგეთ მეტი:
შეიტყვეთ, რის საფუძველზე უნდა მიიღოთ მონათვლის გადაწყვეტილება.
გაიგეთ, როგორ გადალახოთ ესა თუ ის დაბრკოლება, რომელიც შეიძლება ნათლობაში გიშლიდეთ ხელს.
„რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ („საგუშაგო კოშკი“, მარტი, 2019)
ნახეთ, როგორ გადალახა ერთმა მამაკაცმა სირთულეები, რომლებიც ხელს უშლიდა, მონათლულიყო.
თავიდან ერთი მამაკაცი, სახელად ატა, ყოყმანობდა, მონათლულიყო თუ არა. ნახეთ, რამ გადააწყვეტინა მას ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა.