ვინ შექმნა?
გეკონი უჩვეულო უნარით
◼ მეცნიერები გაოცებულები არიან პატარა ხვლიკის, გეკონის უნარით, რომელსაც შეუძლია გლუვ ზედაპირზე აცოცდეს და ჭერზეც კი გაირბინოს. საინტერესოა, როგორ?!
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ გეკონი „ებღაუჭება ყველაფერს“ (იგავები 30:28). გეკონს ხუთთითიანი კიდურები აქვს, რომელთა საშუალებითაც მარჯვედ ეჭიდება გლუვ ზედაპირს. გეკონს თითებზე რქოვანი საფარველი აქვს, რომელზეც ათასობით თმისმაგვარი წამონაზარდია. თითოეულ წამონაზარდზე კი ასობით მიკროსკოპული ზომის ბუსუსია განლაგებული. გეკონის ბუსუსებსა და გლუვი ზედაპირის მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებების (ეწოდება ვან დერ ვაალსის ძალები) შედეგად წარმოიქმნება ძალა, რომლის წყალობითაც გეკონი გლუვ ზედაპირს მაგრად ეჭიდება, მაშინაც კი, როდესაც გლუვ ზედაპირზე პირაღმა გარბის.
მეცნიერებს უნდათ, გამოიგონონ ისეთი დასაწებებელი საშუალებები, რომლებიც გეკონის ფეხებივით დაეკრობა გლუვ ზედაპირსa. სამედიცინო ჟურნალ „საიენს ნიუსში“ აღნიშნული იყო, რომ ასეთი საშუალებების გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა „სამედიცინო მიზნით, მაგალითად ისეთი სახვევების დასამზადებლად, რომლებიც დასველების შემთხვევაში კანს არ მოსცილდება, ან ისეთი ლენტის დასამზადებლად, რომელიც ქირურგიული ძაფის მაგივრობას გასწევს“.
ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ როგორ ფიქრობთ, თავისით გაჩნდა ასეთი უნარის მქონე გეკონი თუ ვინმემ შექმნა?
[სქოლიო]
a მეცნიერები აგრეთვე იკვლევენ ორსაგდულიანი მოლუსკების მიერ გამოყოფილი ცილის შემადგენლობას, რომელიც მოლუსკებს სველ ზედაპირზე მოჭიდების საშუალებას აძლევს.
[სურათი 26 გვერდზე]
ტოკი გეკონი (გულაღმა)
[სურათი 26 გვერდზე]
გეკონის კიდურებზე განლაგებული მიკროსკოპული ზომის თმისმაგვარი წამონაზარდები
[სურათის საავტორო უფლებები 26 გვერდზე]
Gecko: Breck P. Kent; close-up: © Susumu Nishinaga/Photo Researchers, Inc.