დაუახლოვდით ღმერთს
მოიპოვეთ „ცოდნა ღვთის შესახებ“
იეჰოვა ღმერთს სურს, მოვიპოვოთ ფასდაუდებელი განძი, რომელიც მან ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახადა. ეს განძი მატერიალურ სიმდიდრეს კი არა, შინაგან სიმშვიდეს, ბედნიერებასა და კმაყოფილებას მოგიტანთ, რისი შეძენაც შეუძლებელია იმ თანხითაც კი, რაც ერთად აღებული მთელ მსოფლიოში არსებობს. რა არის ეს განძი? ამას გვიხსნის ბრძენი მეფე სოლომონი იგავების 2:1—6-ში.
სოლომონის სიტყვების თანახმად, ეს განძი არის „ცოდნა ღვთის შესახებ“, ანუ ჭეშმარიტება ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი (მუხლი 5). ეს განძი მოიცავს რამდენიმე მხარეს.
ჭეშმარიტი სწავლებები. ბიბლია გვპასუხობს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: რა ჰქვია ღმერთს? (ფსალმუნი 83:18). რა ხდება სიკვდილის შემდეგ? (ფსალმუნი 146:3, 4). რატომ ვარსებობთ? (დაბადება 1:26—28; ფსალმუნი 115:16). რამდენს გადაიხდიდით, ასეთ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი რომ მიგეღოთ?
ბრძნული რჩევა. ბიბლია გვთავაზობს ცხოვრების საუკეთესო გზას. როგორ შეგიძლიათ ქორწინების განმტკიცება? (ეფესოელები 5:28, 29, 33). როგორ უნდა აღზარდოთ შვილები, რომ მათ პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდეთ? (კანონი 6:5—7; ეფესოელები 6:4). როგორ შეგვიძლია გავხდეთ ბედნიერები? (მათე 5:3; ლუკა 11:28). როგორ ფიქრობთ, რამდენად დასაფასებელია ასეთ საკითხებზე სანდო რჩევების მიღება?
ღვთის პიროვნების გაცნობა. ღვთის შესახებ ზუსტი ცოდნის მიღების ძირითადი წყარო ბიბლიაა. როგორია ღმერთი? (იოანე 1:18; 4:24). ზრუნავს ის ჩვენზე? (1 პეტრე 5:6, 7). რა გამორჩეული თვისებები აქვს მას? (გამოსვლა 34:6, 7; 1 იოანე 4:8). თქვენი აზრით, განა არ ღირს ღვთის შესახებ სანდო ინფორმაციის მიღება?!
„ცოდნა ღვთის შესახებ“ მართლაც სულიერი განძია. როგორ შეგიძლიათ ამ განძის პოვნა? ამაზე პასუხს იგავების 2:4 გვცემს, სადაც სოლომონი ამ ცოდნას „დამალულ განძს“ ადარებს. დამალულ განძს ადვილად ვერ ჩაიგდებ ხელში. მის მოსაპოვებლად დიდი შრომაა საჭირო. ღვთის შესახებ ცოდნის მიღებას დიდი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ. ეს განძი, ასე ვთქვათ, ჩამარხულია ბიბლიაში. მის ამოსაღებად ბევრი უნდა ვიშრომოთ.
სოლომონი გვიხსნის, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვიპოვოთ „ცოდნა ღვთის შესახებ“. ფრაზები „ჩემს სიტყვებს მიიღებ“ და „გულს . . . მიმართავ“, აშკარად გვიჩვენებს, რომ დამყოლი გული უნდა გვქონდეს (მუხლები 1, 2). სიტყვები „ითხოვ“, „მოძებნი“ და „მოიძიებ“ იმაზე მიუთითებს, რომ განძის მოსაპოვებლად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ და თავად გამოვიჩინოთ ინიციატივა (მუხლები 3, 4). ღვთის შესახებ ცოდნა რომ მივიღოთ, გულმოდგინედ უნდა გამოვიკვლიოთ ბიბლია და ეს გულწრფელად გავაკეთოთ (ლუკა 8:15).
თუ ასეთ ინიციატივას გამოვავლენთ, განძს იეჰოვა გვაპოვნინებს. „იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს“, — ნათქვამია მე-6 მუხლში. მხოლოდ ღვთის დახმარებით შევძლებთ ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტების ბოლომდე გაგებას (იოანე 6:44; საქმეები 16:14). ერთ რამეში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: თუ წრფელი გულით გამოიკვლევთ ღვთის სიტყვას, აუცილებლად იპოვით „ცოდნას ღვთის შესახებ“ — განძს, რომელიც თქვენს ცხოვრებას საოცრად გაამდიდრებს (იგავები 2:10—21).a
ოქტომბერში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:
[სქოლიო]
a მთელ მსოფლიოში ყველას, ვისაც ბიბლიური ჭეშმარიტება აინტერესებს, იეჰოვას მოწმეები სთავაზობენ ბიბლიის უფასო შესწავლას. თქვენც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენ მახლობლად მცხოვრებ მოწმეებს ან მოგვწეროთ ამ ჟურნალის მე-4 გვერდზე მითითებულ მისამართზე.