იგავები
2 შვილო, თუ ჩემს სიტყვებს მიიღებ
და ჩემს მცნებებს განძივით გაუფრთხილდები,+
და გულს გამჭრიახობისკენ მიმართავ,+
3 თუ გონიერებასა+ და გამჭრიახობას მოუხმობ,+
და დამალული განძივით მოიძიებ,+
5 მაშინ გაიგებ, რა არის იეჰოვას შიში+
და შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ,+
9 თუ ასე მოიქცევი, მაშინ გაიგებ, რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა,
იმ ყოველივეს, რაც კარგია.+
10 როცა სიბრძნე შევა შენს გულში+
და ცოდნა ეამება შენს სულს,+
და გამჭრიახობა დაგიცავს;
12 დაგიხსნის ცუდი გზიდან,
უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან,+
13 მათგან, ვინც სიმართლის გზიდან გადადის,
რათა ბნელი გზით იაროს,+
14 მათგან, ვისაც ცუდის ჩადენა ახარებს,
ვისაც ბოროტთა უკუღმართობა ანიჭებს სიხარულს,
15 მათგან, ვინც არასწორ გზას ადგას
და ვინც მზაკვრობაშია ჩაფლული.
16 დაგიხსნის გახრწნილი* ქალისგან,
უზნეო* ქალისგან, მაცდური სიტყვებით რომ გელაპარაკება,+
17 ახალგაზრდობის უახლოეს მეგობარს* რომ ტოვებს+
და ღვთის წინაშე დადებულ აღთქმას რომ ივიწყებს.
18 სიკვდილში იძირება მისი სახლი
და სამარეში ეშვება მისი გზები.+